ძირი:
250 გრ შოკოლადის პეჩენია
1 ს.კ. შაქარი
4 ს.კ. კარაქი
გული:
250 გრ შავი შოკოლადი (ან რძიანი)
230 გრ კრემ ყველი
1 ჭიქა შაქარი
¼ ჭიქა კაკაოს ფხვნილი
4 ც კვერცხი
მომზადების წესი:
ღუმელი გავახუროთ 170-180 ℃-მდე. მოვამზადოთ ჩიზქეიქის ფორმა დიამეტრით . პეჩენია და შაქარი დავაბლენდეროთ, დავამატოთ გამდნარი კარაქი და გადავურიოთ კარგად რომ გაიჟღინთოს ნამსხვრევები, გადავიტანოთ ფორმაში და შევდგათ ღუმელში 8 წთ-ით, შემდეგ გამოვიღოთ და გავაგრძელოთ ძირითადი ნაწილის მომზადება, ღუმელი არ გამოვრთოთ.
გავადნოთ შოკოლადი, შევურიოთ კრემ ყველს, შაქარს, კაკაოს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კვერცხი თითო-თითო დავუმატოთ და კარგად გადავურიოთ. მიღებული მასა ჩავასხათ ფორმაში, მომზადებულ პეჩენიის ქერქზე. თანაბრად გადავანაწილოთ. მომზადებული ფორმა გადავახვიოთ ალუმინის ფურცელში, მჭიდროდ. შემდეგ მოვამზადოთ უფრო დიდი ფორმა რომელშიც თავისუფლად ჩაეტევა მომზადებული ფორმა. ჩავდგათ გადახვეული ფორმა და დიდ ფორმაში ჩავასხათ ცხელი წყალი პატარა ფორმის შუა ნაწილამდე. ფრთხილად შედგით ღუმელში 1 საათით. გამოვიღოთ ღუმელიდან შემოვაცალოთ ალუმინის ქაღალდი და ვაცალოთ გაგრილება, გაგრილებულ ჩიზქეიქს შემოვატაროთ დანა და შემოვხსნათ ფორმა. შემდეგ შევდგათ მაცივარში 24 სთ-ით.