ფსიქონევროლოგია ფსიქოლოგიური თავდაცვის 10 პრინციპი 2012, 12 აპრილი, 12:00 1- ყოველდღე გაიღვიძეთ შეგონებით: ყველაფერი კარგად იქნება! გამოდით შინიდან, როგორც მგელი სანადიროდ და არა როგორც ბატკანი სამსხვერპლოზე. მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ რაც უნდა მოხდეს ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.
2- სამსახურში პირველ რიგში შეასრულეთ უსიამოვნო საქმე და თავი შეიქეთ. ამ შემთხვევაში მთელი დღე მარტივად და უმტკივნეულოდ ჩაივლის.
3- მიეჩვიეთ იყოთ მშვიდად, ნუ იქნებით დაბნეული, არ დაიძაბოთ და მზად იყავით ნებისმიერი სიტუაციისთვის. იფიქრეთ მხოლოდ იმ საქმეზე, რითაც ხართ დაკავებული.
4- ნებისმიერ სიტუაციაში იყავით კორექტული და თავაზიანი. აგრესიული ადამიანი თავად ხდება აგრესიის მსხვერპლი.
5- არაფაერი დააშავოთ, თუ ეს მოხდა და შენიშვნა მიიღეთ, აღიარეთ და შეეცადეთ გამოასწოროთ. არავითარი წუწუნი! თვითგვემა დეპრესიისა და ნევროზის მიზეზი ხდება. 6- ყურადღებით მოეკიდეთ გარშემომყოფებს, შეისწავლეთ ისინი, რათა იცოდეთ, ამა თუ იმ შემთხვევაში ვისგან რას უნდა ელოდეთ. 7- შეხედეთ იუმორით და ირონიით ნებისმიერ მძიმე პრობლემას, მართლია ის არ შეიცვლება და არ შემსუბუქდება, მაგრამ შეიცვლება თქვენი დამოკიდებულება და აუცილებლად მოიძებნება ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები. 8- იმოქმედეთ მშვიდად. 9- საუკეთესო საშუალებაა თავის ადგილას „დასვათ“ ის, ვისაც მუდმივი წნეხის ქვეშ ყავხართ, გაიძულებთ შეასრულოთ მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი საქმე. ზოგიერთს უნდა, რომ თქვენგან შექმნას მსხვერპლი, წუწუნა, მორჩილი ადამიანი. 10- საღამოს იუმორით გააანალიზეთ განვლილი დღე, გონებაში დაიტოვეთ მხოლოდ სასიამოვნო ამბები, დამშვიდდით და დაისვენეთ. 1994 7-ს მოსწონს 1-ს არა
|