x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
დამწყები პოეტი-რატი ინაშვილი
image

























*********


ამ ბნელ მხარეშიც გამოჩნდა ნათელი

და ეს ნათელი შუქი შენა ხარ.


შენთვის ვიცოცხლე ამდენი წელი,

შენი თვალები რომ დამენახა.

ისევ სიცოცხლე მომწყურდა თითქოს,

გამიჩნდა გულში ლამაზი გრძნობა

არ ვიცი გული ჩემგან რას ითხოვს,

ალბათ აღარ სურს კვლავ უშენობა.

აჰა, განათდა და მოსჩანს სახე,

მსგავსი არაა არცერთი სახის .

შენი თვალები კვლავ დავინახე,

შენი ტუჩემი ისევ მეძახის.

მოვიდე, კოცნა რომ დაგიპირო?

ხომ არ გაქრები ისევე ნეტავ?

იქნებ, ეგ გულიც გადმოვიბირო

და მერე წასვლას ვეღარ გაბედავ.

ისევ დაბრუნდი, ნეტავი რისთვის!

რა დაგრჩენია უცხო მხარეში?!

შენი სამყარო ალბათ განიცდის,

დედამიწაზე რომ გადმოეშვი.

ბუნება ხარობს შენ რომ ხარ ჩემთან,

სამოთხის ყვავილს თავს გევლებიან

და თუ დამტოვებ ისევე კენტად

თვალები მაინც გამოგყვებიან.

ისევ გიპოვი ჩაგიკრავ გულში

მე შენს ნაკვალევს მზე მომასწავებს

ბედნიერი ვარ ამ სიყვარულში...

ბედნიერი ვარ რომ არ მაწამებს.




**********


არა ვყოფილვარ


მზეს მოველოდი უსაფუძვლოდ თურმე ბნელიდან,
სულ გადაღლილა სინათლე რომ ყველგან მოჰფინა.
არა ვყოფილვარ საკმარისად ქველის მქნელი და
ამ ქვეყანაზე მათხოვარიც არა ვყოფილვარ.
მაბრკოლებელი მოვაშორე ყველაფერიდან,
უფრო უაზროდ გამოვიდა რაცა ყოფილა.
არ გამოვედი მოღალატე ჩემი ერიდან,
მაგრამ გმირი და თავგამწირავიც არა ვყოფილვარ.
სულ მოვითხოვდი ყველა ვიცავდეთ ბოლომდე წესებს,
თუმც, შინაგანში ცუდი და კარგი არ გაყოფილა.
წამებისათვის არასოდეს არ დავიკვნესებ,
მაგრამ ცხოვრებით მე არც წმინდანი არა ვყოფილვარ.




**********



ამინდიაა, ვერსად ვერ ვემალები.

დამიდია სატრფოსთანაც ვალები.

სეირნობა ქალღმერთთანაც მომინდა,

პაემანზე ბებრუხანა მოვიდა.

გელოდებიი, იზლაზნება წუთები.

დამიწერეს სიყვარულში ხუთები.

გამართლება კაზინოშიც მომინდა,

შავზე დავდე, ვარდისფერი მოვიდა.

წლები მიდიის, წლები აღარ მოდიან.

აქ უპონტოს გაპონტების პონტია.

ჩახუტება მზის სხივთანაც მომინდა,

დღე ველოდი, ის კი ღამე მოვიდა.

მასროლინე აბა მეც ეგ ღიმილი,

თუ მოგარტყი არ დამიწყო ჩივილი.

გამარჯვება მეფესთანაც მომინდა,

ბრძოლის ველზე ელტონ ჯონი მოვიდა.




**********




მეღირსოს


მეღირსოს ნახვა წინაპართ ძირის
როს მოვბეზრდები სოფელს, შავ საყდარს.
სიმაგრე მეფობს მშრალი ქვითკირის,
პაპისეული ისევ მყარად დგას.

რომ ვერ ავყვები დროს დინებაში,
ქარი დამძრახავს, წყენას მაპარებს.
როდემდე ვიყო მოთმინებაში,
ბედი თუ მაინც მიწას მაბარებს.
მეღირსოს, წმინდა მეღირსოს სული,
სული მსუბუქი და სული მჩატე.
დამპირდით რამე სერიოზული,
დამპირდით რამე უცხო და ფართე.
აუჩქარებლად, დინჯად, დრო და დრო,
მოთმინებით ვდგავ მოკლე ნაბიჯებს.
თუკი ჩამოვრჩი მალე მოვა დრო,
როცა სიკვდილი შემოაბიჯებს.
მეღირსოს ვიგრძნო უმანკოება...
(ჩემთან ურჩხული გზავნიდეს იებს).
ოცნებათ მექცა იყოს დროება,
როცა მარადჟამს სიკეთე ჰგიებს!
როს სიბოროტეს სდებენ ბორკილებს,
მეღირსოს ნახვა მისი ჭრილობის.
გვირგვინი ადევთ კეთილ-შობილებს,
ზეიმი არის დედა-შვილობის.
თუ გაჭირვება ძალას არ კარგავს,
მაშინ მიეცეს წილი ერთის ორს.
თუ ცხოვნების გზას ვინმე დაკარგავს,
მსურს უკვდავება მათაც ეღირსოს.




**********




უჭკნობი ყვავილი


აი, ეს უნდა ყოფილიყო უცხო საღამო,
ბედნიერების შემომტანო წმინდა ქალწულო.
არ მინდა ცრემლით, ამდენი თხოვნით რომ გადაგღალო,
ჩემთან დარჩენის შენი წამები მინდა გავწელო.

შენ დიდებულო ხატოვ წმინდავ, უცხოდ ნაწერო,
რაი ვარ მე და, ჩემთან რომ მოხველ შვილთან ცოდვისა.
დამუნჯებულმა შენზე ფიქრი მინდა დავწერო,
თორემ ისედაც დამადუმებს შიში ბოდვისა.

ისმინე ლოცვა არარაის მცოდნე კაცისა,
რომ გაშეშებით დამხობილა წინაშე შენსა.
ჩემი ფიქრები არც მიწისაა ახლა, არც ცისა,
დაუძინებელს მონდომებით რომ ვებრძვი სენსა.

მოხედენ ჩემთა დედუფალო ჭირთა, ურვათა,
გამომზარდე და შემეწიე ვითარც უძლურსა.
მოშურნეობა მოანიჭე ჩვენს მოძღუართა,
ღმრთისმოსაობა და სიმშვიდე შემატე სულსა.

შენ სასოებავ ქრისტიანეთა, გვეყავ ჩვენ დედად...
ის მინდა მხოლოდ განმტკიცდებოდეს დღეს ჩემი ნება.
აღარ ვიგლოვო, რაც მინდოდა და ვერ ვნახე ბედად,
მომავლისათვის რწმენა მომეც და მოთმინება.

გავმდიდრებულვარ შენი ხილვით მეოხოვ ძესთან
და ეს სიმდიდრე უმეტესია ქვეყნად ყველაზე.
უცეცხლოდ ვიწვი, მაქვს პაემანი თითქოსდა მზესთან,
დამწვარა გული, ისევ ცოდვებმა მიხმეს ველაზე.

ეს ოდენ მადლი გადმოსულა იქნებ ჩემზედა,
და უჩვეულოდ ეჩვენება გამშრალ გონებას.
ჩემს ნებისყოფას კიდევ უფრო ავალერსებ და,
ვეტრფი უწვდენელ, აუხდენელ უმანკოებას.




**********




შენ უნდა იყო ყველგან, სცენაზე...
უნდა გვირგვინი გედგას რჩეული.
შენ გიგალობდნენ ათას ენაზე,
ლექსები გეძღვნას გამორჩეული.
მე რა ხატი ვარ, ცოდვილი მძიმე,
მე შენს წინაშე უღირსი ვიწვი.
ნუ მიხმობს სახე თვალმოციმციმე,
მოიწევს გული- გამტეხი ფიცის.
დამაკარგვინა ბედმა ღირსება,
არ მეღირსება სიზმრის ცხადება.
მკვდარი იმედი ახლით ივსება
შენი აჩრდილი რომ მეცხადება.
თვალი აქამდე არ ამეხილა,
თვითონ დავირქვი უკლო, ღარიბი.
შენს დალალებთან სჯობდა მეტირა
ვიდრე მარადის ვიყო ყარიბი.
მჭირს სნეულების უწამლოდ რჩენა,
ფიქრში ფათურობს ცოდვათა ბუმი.
ჩემთან დიდების ეგ გამოჩენა
არის თავმდაბალთ ღირსება ჩუმი.
ლანდი დავლანდე მოთეთრო სულის,
ბედნიერების შენ ხარ მშობელი.
ისევ მიცოცხლებს სიცოცხლის სურვილს
ნაზი სურნელი დამათრობელი.
შენში ვერ ვნახე გრძნობა ჩვეული,
უფრო ძლიერობს, მეფობს ყველაზე.
უნდა გვირგვინი გედგას რჩეული,
ანგელოზებთან იდგე სცენაზე.




**********





დაბლა ნუ ხარ, უფრო მაღლა ამო სულო,
გაათეთრე მუქი ფერის ემოცია.
დღეს გონებავ, ქვესკნელიდან ამოსულო,
შენს მეტოქეს სითამამე შემოსია.

გავილაშქრე როცა მარცხი მყავდა სტუმრად,
არ მეძინა, სიყვარულის გამო ვთვლემდი.
ღვინისათვის ალადასტურს არ დავწურავ,
კიდევ ერთხელ ოცნებებით გამოვთვრები.

აღელდა ცა, ნისლები რომ დაძენძილა,
მთის წვერზეა დამალული შავი ბედი.
მზად ვიყავი ჩემი თავი გამეწირა,
მხოლოდ ზეცად ასვლის ბილეთს ავიღებდი.

მაგრამ გულმა მაიძულა გაჩერება,
ცოცხალს მტოვებს ყველა სული, ყველა ძალა.
გადამღალა სიცოცხლეზე არჩევნებმა,
თუ იქნება დღე გასული, ღამე წავალ.




**********




არ მაქვს სურვილი შევამჩნიო შენში მინუსი,
ეს მომენტია გაღმერთების ალბათ სათავე.
წრფელი ლოცვის დროს რომ ვიხილე შენი ილუზი,
ეგ სილამაზე ქალღმერთობის ნიჭად ჩავთვალე.

არ მაქვს მიზეზი, რომ დავიწყო რამე ეჭვები,
მარტო რად მინდა ეს სამყარო, სხვასაც ვაცალე.
ვხედავ სამოთხეს ჯოჯოხეთში რომ ჩავეშვები,
არ ვიტანჯები, ეშმაკი აქ აღარ მაწამებს.

არ მაქვს უფლება შევურაცხყო ვინმე არსება,
ეს ნება არის უფრო მეტად, განა რიდია.
წლების ფინალი გალაქტიონთან არის მსგავსება,
თუმც პიროვნება გაცილებით უფრო დიდია.





**********




აღარა მაქ თავი ახლის,

ძველიც უკვე მკიდია.

აღარ მჯერა ფაიზაღის

ანგარება დიდია.

მეგობრობა მიზეზია,

მთავარია დიდება.

მათხოვრობაც ბიზნესია

როცა ფული გჭირდება.

ამბიცია, მოდის, მოდის,

გაიხარებს მალე.

აღარ ვუწყებ

ჩემებს ლოდინს,

ვეტრფი უცხო ქალებს.

მსურს ღარიბი დავაპურო,

ბატონს ვართვა მონები.

სადაც მინდა “გავახურო",

მოვსპო ჩემზე ჭორები.

მატყუარა ზოგჯერ ჩუმათ

სიმართლესაც აპარებს.

“კაი ბიჭი"დღეს საჩუქრებს

თოვლის ბაბუს აბარებს.




**********




მინდა ვიმღერო გიჟური მარში,

მინდა გიჟების წავიდე ჯარში.

მინდა შევკაზმო ცხოვრების ფარსი

და გავაჭენო ფიქრები თარსი.

მინდა დავხარჯო ბოლომდე ძალა,

დაცლილ და სუფთა იმედით წავალ.

სინდისს ავუხსნა მძიმე ბორკილი,

მაინც მართალი ჰქონოდეს პირი.

დატანჯულს მინდა ვაჩუქო შვება,

თუ სიყვარულით კვლავ იცრემლება.

რომ არ დავუწყო ჩემს ნაშრომს ქება,

უჩინარდება, უაზროდ ქრება.

მინდა სულ ვიყო სტუმრის ლოდინით,

გინდ შემოვარდეს კაცი ლოდივით.

გინდ გაჭირვებულს ენებოს მოსვლა.

ცას მოსდებია უფერო ფერი,

ყოფილა თურმე ადრე ცისფერი.

მსურს სოფელს ვამცნო ვინ არის შტერი,

სანამ მოსულა ჩემს გამო მტერი.

გადავვარდები უცეცხლო ომში,

სადაც ოცნება იწვება დროში.

ბევრი ხალხია პატარა ქოხში,

არ ამერიო ნეტავ სხვის ცოლში...

4
65
10-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
65
  
2012, 15 ნოემბერი, 21:25
საინტერესოდ წერს
2012, 11 ნოემბერი, 0:04
მომეწონა
2012, 11 ნოემბერი, 0:02
პირველი მომეწონა განსაკუთრებით :)
0 1 4