საქართველო ორად გაყოფილი საქართველო. ხალხი სააკაშვილისგან შველას ითხოვს. '' მტერი 40 კმ-ში კი არა, კანცელარიაშია" 2012, 10 ნოემბერი, 15:34 ფეისბუკში გავრცელდა სტატუსი რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა.ამ სტატუსმა საზოგადოება ორ ნაწილად გაყო. ხალხის ნაწილი მიშასგან შველას ითხოვს და მოუწოდებს არ დანებდეს. ამბობენ, რომ მიშამ ბევრი რამ გააკეთა.
''მიშამ მართლა გაუკეთა საქართველოს ბევრი რამ ბატ. ბიძინას მითითებით და თანხებით, ასევე აკეთებდა პატარკაციშვილი, რომელსაც გააკეთებინა, მერე ჩამოიცილა, ბიძინას ვეღარ მიწვდა...ვითომ მიშამ რაც გააკეთა, თვითონვე წაანთხევინა ქართველ ხალხს, დაამშია 70%. დამშეული ერი ადვილი სამართავია მისი ჭკუით, ვერ გათვალა ბოლომდე ქართული სამართლიანი ხასიათი, იმდენად იოლად მიიგეს ყველაფერი შიშის და შიმშილის ხარჯზე, რომ კაიფობდნენ ქართველი ხალხის ღირსების შელახვით ეს სატანები, ვინც ამათი მხარდამჭერია, ყველა მათი მსგავსი სატანაა, დაიწყო სამართლის აღსრულება და მადლობა უფალს...ყველას თავისი წილი მოეკითხება...მიშას ქონდა არჩევანი, მან ბოროტება აირჩია" ამ კომენტარს მალევე მოყვა შესაბამისი პასუხი:- ''ბიძინას მეხოტბეებო!! თქვენი ცოლები, დები და შეყვარებულები ბერას გამო ტიროდნენ, თქვენ პირდაღებული უყურებდით როდის დაგაყრიდათ ფულებს თავზე "ღვთის საჩუქარი" ბიძინა. ხო მთავარი დამავიწყდა, მკვდრეთით აღგიდგენთ 5 წლის გარდაცვლილსო. კიდევ გჯერათ ზღაპრების? გონს მოდით რა. თქვენ უაზრობებს საქართველო ეწირება. დისკუსია შეიძლება ითქვას თანაბარ პირობებში მიმდინარეობს.მიშასი და ბიძინას მომხრეები 50\50ზე არიან. ეს ყველაფერი კი შემდეგ სტატუსს მოყვა: "მტერი 40 კმ-ში კი არა, კანცელარიაშია" მიშა, შენ არ იყო მიშა – თუ მაგათ საქართველოს გმირის ღირსება გაათელინო ! – თუ მაგათ სისხლით და ოფლით ნაშენები ქართული არმია დააშლევინო ! – თუ მაგათ პატრული ГАИ–თ გადააქცევინო ! თუ მაგათ პოლიცია МИЛИЦИЯ–დ გადააკეთებინო ! – თუ მაგათ ქურდების პარპაში დააბრუნებინო ! – თუ მაგათ ჩვენი ახალგაზრდები ისევ ნემსზე შეაჯენინო ! – თუ მაგათ ევროპული ცივილიზაციიდან საქართველო შუა საუკუნეების ბნელეთში, ინკვიზიციაში დააბრუნებინო ! – თუ მაგათ სხვა აღმსარებლობის ადამიანები დააჩაგვრინო ! – თუ მაგათ NATO–სკენ გზიდან გადაახვევინო ! – თუ მაგათ ЗАК.ЖД. ისევ გაახსნევინო ! – თუ მაგათ თბილისში ЗАК.ВО. დააბრუნებინო ! – თუ მაგათ აფხაზეთი და სამხ.ოსეთი აღიარებინო ! – თუ მაგათ რუსებისთვის ოკუპანტის სტატუსი მოახსნევინო ! – თუ მაგათ თბილისში ოკუპაციის მუზეუმი გააუქმებინო ! – თუ მაგათ რუსული არმია "მშვიდობისმყოფელებად" გადააქცევინო ! – თუ მაგათ ჩვენდა სამარცხვინოდ სოჭის ოლიმპიადაზე სპორტსმენები წააყვანინო ! – თუ მაგათ ქართული კულტურა ორენოვნად გადააქცევინო ! –თუ მაგათ ქართული ენერგეტიკის კვლავ რუსეთზე დამოკიდებულების საშუალება მისცე ! – თუ მაგათ იუსტიციის სახლები, "მშვიდობის ხიდი" და პარლამენტი დაანგრევინო ! – თუ მაგათ 9 წლის მანძილზე ნაშენებზე თითი უშნოდ დააკარებინო ! – თუ მაგათ წარმატებული სახელმწიფო ინსტიტუტები საბჭოთა КАНТОРА–დ გადააქცევინო ! – თუ მაგათ ამ ინსტიტუტებში მექრთამეობა კვლავ დააბრუნებინო; თუ მაგათ უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე პირველად, ნელნელა, წვალებით ფეხზე წამომდგარი ქართული სახელმწიფოს რუსული იმპერიის წინაშე დაჩოქების საშუალება მისცე და ჩემი შვილების მომავალი მიწასთან გაასწორებინო ! – და ბოლოს ყველაზე მთავარი ! –შენ მართლა არ იყო ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, მიშა, თუ მტერს დანებდე და მე და ჩემსავით ათიათასობით პატრიოტ ადამიანს საქართველოს მომავლისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიგვაღებინო ! ! ! 792 11-ს მოსწონს 1-ს არა
|