სხვა მეცხრე არხის სარჩელი 2012, 10 ნოემბერი, 14:03 მეცხრე არხის იურისტი საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართავს. ტელევიზიის ადვოკატი იმ გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას ითხოვს, რომლითაც კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ტელე-კომპანია საქართველოს სიხშირე სამოქალაქო განვითარების ფონდს გადასცა. სერგი ჯორბენაძე საერთო მაუწყებლობის ლიცენზიაზე კონკურსის გამოცხადებას მოითხოვს. იურისტის განმარტებით, ტელე-კომპანია საქართველო სალიცენზიო პირობების დარღვევით მაუწყებლობდა, თუმცა მარეგულირებელმა არხს ლიცენზია 10 წლის ვადით მაინც გაუგრძელა, ერთი თვის შემდეგ კი ლიცენზია სამოქალაქო განვითარების ფინდს მიანიჭა, და ეს მაშინ, როდესაც მეცხრე არხი მსგავს ლიცენზიაზე კონკურსის გამოცხადებას თვეებია, ითხოვს. სასამართლოს შემდეგ ტელევიზიის იურისტმა მთავარ პროკურატურასაც მიმართა და მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარისა და წევრების საქმიანობის გამოძიება მოსთხოვა. 76 3-ს მოსწონს
|