x
image
დათო შვანგირაძე
უკანონოდ დაკავებული ექვსი მოქალაქე გაათავისუფლეს.

imageშინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლეს.9 თებერვალსა და 15 მარტს გორის რაიონის სოფლებში, ხოლო 14 მარტს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ეგრედწოდებული ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის ექვსი მოქალაქე დააკავეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს.ალექსანდრე ნადირაშვილი, თემურ ელიაური, დავით ვაშაკიშვილი, ვაჟა მელაძე რუსმა სამხედროებმა იმ დროს დააკავეს როდესაც ისინი ხეხილის ბაღებში სასოფლო სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად მიდიოდნენ, ხოლო ძმებუ ჯუმბერ და ჯამბულ დუდაშვილები კი მაშინ როცა ისინი ნათესავებისაგან შინ ბრუნდებოდნენ.

0
16
3-ს მოსწონს
ავტორი:დათო შვანგირაძე
დათო შვანგირაძე
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0