საზოგადოება ოხუნჯები - მით რომნის, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ''Gangam Style'' ცეკვა 2012, 10 ნოემბერი, 13:50 ამიერიდან ახალ რუბრიკას - ''ოხუნჯები'' შემოგთავაზებთ, სადაც ოხუნჯი ადამიანების შესახებ მოგიყვებით და მათ მიერ ჩადენილ ოხუნჯობათა ფაქტებსაც გიჩვენებთ. ვფიქრობ სახალისო და საინტერესო რუბრიკა გამოვა, დღევანდელი, ჩვენი პირველი ოხუნჯი კი მსოფლიოში ცნობილი პიროვნებაა, მით რომნი, ამერიკელი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამერიკის პრეზიდენტობის არჩევნებში, როგორც ერთ-ერთი კანდიდატი და პრეზიდენტ ობამას მთავარ კონკურენტადაც ითვლებოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა მოახერხა გამარჯვება, თუმცა მით რომნის პოპულარობა მაინც არ აკლია, ისევე როგორც იუმორის გრძნობა. უილარდ მით რომნი, რომელიც მეტად ახალგაზრდულად გამოიყურება და 45-50 წელს თუ ''მისცემ'', სინამდვილეში არც მეტი არც ნაკლები 65 წლისაა. 2012 წლის არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატად იგი რესპუბლიკელთა პარტიამ წარადგინა. ბატონი რომნი, მიჩიგანის ყოფილი გუბერნატორის ჯორჯ რომნის ვაჟია და ჰარვარდის უნივერსიტეტიც წარმატებით აქვს დამთავრებული. ყველაფერ ამას მით რომნისათვის ხელი არ შეუშლია თავისი ოხუნჯური მისწრაფებანი და სხეულის მოქნილობა სახალხოდ გამოევლინა და აპლოდისმენტებიც დაემსახურებინა. თავისი საარჩევნო კამპანიის დროს, ერთ-ერთ სახალხო შეხვედრაზე, პრეზიდენტობის კანდიდატი არც მეტი არც ნაკლები ''Gangam Style'' ცეკვით გამოვიდა სცენაზე, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი იხილეთ ვიდეოში. 30 7-ს მოსწონს
|