საქართველო გლდანის ციხის მთავარი ექიმი ბაჩანა ახალაიაზე საუბრობს 2012, 10 ნოემბერი, 9:56 ბაჩანა ახალაიას საქმესთან დაკავშირებით ბრალდებები სულ უფრო მრავლდება. პატიმრების მდგომარეობაზე და ახალაიას მინისტრობის დროს მის ქმედებებზე გლდანის ციხის საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი, მე-9 არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. ჭუმბურიძის გადმოცემით ახალაია და ქარდავა პირადად სცემდნენ პატიმრებს. ექიმი 5 წლის წინანდელ ციხის ბუნტსაც ახსენებს და აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი პატიმრების სასტიკი ცემა იყო, რომელშიც ზემოთხსენებული პირები უშუალოდ მონაწილეობდნენ. ჭუმბურიძე იმასაც იხსენებს, რომ ქარდავა ციხეში ხშირად ნასვამი მიდიოდა. ბოლოს რესპოდენტმა აღნიშნა, რომ მან ვერ შეძლო ციხეში არსებული ვითარების გამო მუშაობის გაგრძელება და თანამდებობა დატოვა. 7566 9-ს მოსწონს 1-ს არა
|