x
image
დათო1994
რას ნიშნავს დოლარის სიმბოლოები

image


წინა სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ზოგადად დავინტერესდი ამგვარი კვლევებით და ამჯერად გადავწყვიტე ერთ დოლარიანი გამეშიფრა, რადგან ადრეც მქონდა გაგონილი, რომ ამ კუპიურაში მართლაც არსებობდა რაღაც მასონური ნიშნები, რომლებსაც ყურადღებას არავინ აქცევდა და ეს სიმბოლოები მხოლოდ მასონებისთვის იყო ცნობილი. ამჯერად მე ვეცდები განგიმარტოთ თითოეული სიმბოლო რა რას ნიშნავს ერთ დოლარიანში.


პირველი საიდანაც დავიწყე სიმბოლოების მნიშვნელობების ძებნა ეს იყო, დოლარის უკანა მხარის მარცხენა გვერდზე განთავდებული პირამიდის მნიშვნელობა.image

ძალაინ გთხოვთ, კარგად დააკვირდეთ! პირამიდის საძირკველზე წერია ასოები: "MDCCLXXVI", ეს კი იშიფრება როგორც: 600-60-6 მგონი ხვდებით რაშიც არის საქმე. ამასთან ერთად ეს მარცხენა მხარე შესრულებულია მასონ-სერგი მაკრონოვსკის მიერ, რომელიც აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა, მასონ ჰენრი უოლესმა დაუკვეთა. თავწაკვეთილი პირამიდა-ეგიპტურ მოგვთა უძველესი სიმბოლო, რომელიც გამოხატავს ე.წ. "საზოგადოების ბრბო-ელიტურ მოდელს", რომელიც დაგვირგვინებულია მასონების ღვთაების-"სამყაროს დიადი არქიტექტორის" სიმბოლოთი. მისი ყოვლისმხედველი თვალი ამაღლებულია, როგორც მსოფლიოს უხილავი მმართველი, ხოლო ქვემოთ წარმოდგენილია საზოგადოება, პირამიდის აგურების წყობის სახით. თავწაკვეთილი პირამიდა, რომელიც შედგება ცამეტი აგურის წყობსგან, მიანიშნებს ცალკეულ ერზე და სახელმწიფოზე, ასევე წარმოადგენს კაცობრიობის ერთობლიობის არასრულყოფილებას ყოვლისშემძლე მწვერვალის გარეშე. ხოლო "დიდი არქიტექტორის" სამკუთხედში ჩახატული თვალი - გვირგვინმოსილია ლათინური წარწერით: "ANNUIT COEPTIS"-რომელიც ითარგმნება როგორც "უზენაესის მიერ კურთხეულნი". ვინ არის უზენაესი ვერ გავარკვიე და მხოლოდ ვარაუდით შემოვიფარგლები, რადგან "თვალის" სიმბოლოს სამი თვისება შეიძლება ამოვიკითხოთ: საიდუმლო, ძალაუფლება და სასწაული.

საიდუმლო - იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ თვალს ვხედავთ და არ ვიცით ვის ეკუთვნის ეს თვალი.

ძალაუფლება - იმიტომ, რომ "თვალი" არის ზემოთ და ყველაფერს აკონტროლებს.

სასწაული - კი იმიტომ, რომ "თვალი" გამოკიდულია ჰაერში, პირამიდის ზემოთ და საერთოდ არ ეკუთვნის მის ნაწილს.

გთხოვთ, ამასაც მიაქციოთ ყურადღება, image
თუ ასე შევაერთებთ ისრებს მივიღებთ სიტყვა "MASON"-ს. ასევე არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ პირამიდის ქვემოთ დაწერილ სიტყვებს: “Novus Ordo Seclorum”, ზუსტად სიტყვა სიტყვით ეს წინადადება ითარგმნება როგორც "ახალი მსოფლიო წესრიგი".

ასევე მინდა გაჩვენოთ რამდენიმე პატარა დეტალი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, უმეტესობა არც კი მიაქცევდით ყურადღებას:
image image


ეს მფრინველი ძალიან წააგავს ბუს, შევეცადე გამეგო, თუ რას ნიშნავდა ძველ მითოლოგიებში, ან ზოგადად რა დატვირთვა უნდა ქონოდა ამ მფრინველს ერთ დოლარიანზე, მაგრამ სამწუხაროდ საინტერესო ვერაფერი აღმოვაჩინე. ბუ ბერძნულ მითოლოგიაში სიბრძნის ქალღმერთ, ათენას წარმოადგენს რაც ვერაფრით დავუკავშირე ერთ დოლარიანს. ესეც მორიგი საიდუმლო, რაც ამოიხსნელია ჩვენთვის, ერთი თხოვნა მაქვს, თუ ვინმემ იცით ამის შესახებ შემატყობინეთ, ძალიან მაინტერესებს.

ბოლოს მინდა გაჩვენოთ კიდევ ერთი საიდუმლო, რაც სრულიად შემთხვევით "Google saerch image"-ში, დოლარის სურათის გადმოწერისას შევამჩნიე. image
თუ დოლარის თავს და ბოლოს შევაერთებთ, მართლაც ასეთ გამოსახულებას მივიღებთ, მგონი კარგად არჩევთ სახის ნაკვთებს.

14
1403
9-ს მოსწონს
ავტორი:დათო1994
დათო1994
1403
  
2020, 14 ოქტომბერი, 5:47
ბუ ძველი შუმერული ნიშანია უბრალოდ რას ნიშნავს არვიცი. და რაც უკანა მხარეს აწერია სიტყვა სიტყვიტ ტავიდან ბოლომდე ამას ნიშნავს "იგი(ვინ ანრა?)ამართლებს წამოწყებას,მსოფლიოს ახალი მმართველობისა""ამაზეც ჩავედზიე და რაგაც ვარიანტები მაქვს.
2012, 17 ნოემბერი, 20:11
ფილმი გამახსენდა-ერის საგანძური-
სხვათაშორის მიყვარს ეს ფილმი
2012, 10 ნოემბერი, 20:01
ჩემი აზრით ეს ნახატი არაფერ კავშირშია მათთან რადგან მასონური სიმბოლოები და საიდუმლოები მხოლოდ ებრაულ მითებს და წყაროებს ეყრდნობა. მაგრამ არც ეგ არის გამორიცხული რადგან ამ კაცის ვინაობა მხოლოდ მასონებისთვისაა ცნობილი და საზოგადოებისთვის უცნობია
2012, 10 ნოემბერი, 19:53
ასეთი მხატვრობა ამერიკისთვისაა დამახასიატებელი ხოო?? ინკების და აცკეტების ტომებს ვგულისხმობ...
2012, 10 ნოემბერი, 19:53
ვიცოდი :DD ადრე მქონდა წაკითხული ყველაფერი დოლარზეე და მასონებზე ;DD
2012, 10 ნოემბერი, 19:51
დანამვილებით ვერ ვიტყვი ვინ არის მაგრამ ფაქტია რომ ადამიანის სახეა, ესეც შეიძლება რამე საიდუმლოს მატარებელი იყო როგორც სხვა დანარჩენი
2012, 10 ნოემბერი, 19:48
სახის ნაკვთებში ___ვის გულისხმობთ.....ვისი სახეა თქვენი აზრით??
2012, 10 ნოემბერი, 19:41
კი ვიცოდი რომ ერთ დოლარიანი მასონების სიმბოლოებს ატარებდა,კონკრეტულად ის თვალი,მაგრამ ამდენი საინტერესო თუ იყო არ ვიცოდი კიდევ,კარგი სტატიაა
2012, 9 ნოემბერი, 23:43
გაიხარე : )) მადლობა
2012, 9 ნოემბერი, 23:43
მადლობა : ))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10