“ილიაუნის ბიზნეს რევიუ'' განაგრძობს კვლევებს. ამჯერად თბილისის მატაბით სიგარეტების ბაზის კვლევაა წარმოდგენილი. კვლევის პერიოდში დაკვირვება განხორციელდა გუდვილის 2 ობიექტზე და 15 მეტროსადგურთან მდებარე თამბაქოს ჯიხურთან.
მკვლევართა ჯგუფი შერჩეულ ობიექტებზე აკვირდებოდა მომხმარებელს ყიდვის პროცესში და აფიქსირებდა მის არჩევანს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით: არჩეული სიგარეტი, სქესი და სავარაუდო ასაკი.
კვლევის პროცესში გამოვლინდა ყველაზე მეტად გაყიდვადი სიგარეტების საერთო TOP 5_ი და ასევე დაიყო კატეგორიების მიხედვით: დაბალ ფასიანი, საშუალო ფასიანი და მაღალ ფასიანი.
კვლევის შეჯამება
თბილისის მასშტაბით 17 ობიექტზე ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილი საერთო TOP 5 ასე გამოიყურება :1. WINSTON 2. L&M 3. PIRVELI 4. KENTI 5. MALLBORO
ფასების მიხედვით დაყოფილ კატეგორიებში გამოიკვეთა ყველაზე მეტად გაყიდვადი სიგარეტები, შედეგი ასეთია:
დაბალ ფასიანი TOP 3_ი :PIRVELI, M&M, LUCKY STRIKE
საშუალო ფასიანი TOP3 _ი: WINSTON, L&M, CAMEL
მაღალ ფასიანი TOP 3_ი: KENTI, MALLBORO, PARLAMENT
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაფიქსირებული 1, 000 არჩევანიდან 68 % კაცია და 32 % ქალი