სხვა როგორ გავხდეთ მილიონერი? ეს ყველას შეუძლია (პრაქტიკული რჩევები) 2012, 9 ნოემბერი, 21:43 ![]() 2)იცხოვრეთ შესაძლებლობების შესაბამისად ჩავთვალოთ, რომ თქვენ კარგი შემოსავალი გაქვთ, და რა ეხლა? მაღალ ხელფასიანი ადამიანების უმეტესობა სადილობს ფეშენებელურ რესტორნებში, იცმევს დიზაინერების ტანსაცმელს და ცდილობს შექმნას მილიონერის იმიჯი. ამას კი ისინი ვალებამდე მიჰყავს. ეს არ ნიშნავს რომ თქვენ უნდა დათრგუნოთ თქვენი მოთხოვნილებები, უბრალოდ თქვენ რაციონალურად უნდა გახარჯოთ თქვენი შემოსავლები. თუ თქვენ უნდა შეიძინოთ უძრავი ქონება, ავტომობილი, ან ტექნიკა კიდევ ერთხელ გადახედეთ ფასსა და თქვენს შესაძლებლობებს. ადამიანების უმრავლესობა იღებს კრედიტს რათა იყიდოს უახლესი Toyota Land Cruiser, რომელიც 100 კმ-ზე 20 ლიტრ საწვავს წვავს, მაშინ როდესაც ორმაგად მომგებიანია სხვა ნაკლებხარჯიანი და შედარებით დაბალფასიანი ავტომობილის ყიდვა. 3)ისწავლეთ თანხის დაზოგვა: ადამიანების უმეტესობა ზოგავს თანხებს, მაგრამ ეს დანაზოგი ძირითადად რაიმე კონკრეტულ მიზანს ემსახურება, მაგალითად კურორტზე გამგზავრება, ტექნიკის ყიდვა ან სხვა, ეს არასწორი სტრატეგიაა. პირველ რიგში თქვენ უნდა დათვალოთ თქვენთვის აუცილებელი ხარჯები და ისინი შემოსავლებს უნდა დააკლოთ. დარჩენილი თანხა უნდა შეინახოთ. თქვენ მუდამ უნდა იცოდეთ რამდენი გესაჭიროებათ ხარჯებისათვის და უნდა ეცადოთ რაც შეიძლება მეტი გამოიმუშაოთ ამ ლიმიტს ზემოდან. გახსენით ანაბარი და რეგულარურად დაზოგეთ თანხები. გახსოვდეთ, სანამ თქვენ ზოგავთ პროცენტი იზრდება. 4)აირჩიეთ ინვესტირებისათვის სწორი პოლიტიკა: ეხლა, როდესაც თქვენ ისწავლეთ თანხების დაზოგვა საჭიროა მათი სწორი ინვესტირება. ყოველთვის გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ინვესტიციებს შემოსავალი მაშინვე კი არა, არამედ რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ მოაქვს. თქვენ არ უნდა დააბანდოთ მთელი თქვენი თავისუფალი სახსრები ინვესტიციებში. არ აქვს მნიშვნელობა ინვესტირებას აქციებში აკეთებთ, ობლიგაციებში თუ საინდექსო ფონდებში. სწორი, დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნისას თქვენ გარანტირებულად მიიღებთ სტაბილურ შემოსავალს წლების განმავლობაში. ნებისმიერ ინვესტიციას მოაქვს გარკვეული შემოსავალი. 5)შეიმუშავეთ მკაფიო გეგმა და დაიცავით ის თუ გაითავისეთ წინა 4 რჩევა, ერთადერთი რაც დარჩა თქვენ უნდა მიყვებოდეთ თქვენს მკაფიო გეგმას. ყოველთვის იყავით მზად მიიღოთ შემოსავალი სხვა წყაროებიდან, გახსნათ თქვენი ბიზნესი და სხვა. ყოველთვის ეძებეთ გზა შემოსავლის ზრდისათვის, ხარჯების იგივე დონეზე დატოვების პირობებში. დამატებითი თანხებით თქვენ შესაძლოა მოახდინოთ ინვესტირება ეს კი ისევ დამატებით შემოსავალს მოგცემთ. ყველაფერი თქვენს ხელშია სამწუხაროდ თითქმის ყველა ცდლობს სწრაფად გამდიდრდეს ან მილიონები იშოვოს ერთი პროექტის საშუალებით. რა თქმა უნდა არსებობს გამონაკლისებიც, თუმცა ძირითადად ადამიანები თანდატანობით სწორი ინვესტიციების წყალობით მდიდრდებიან. სქემა ძალიან მარტივია: 1)გამოიმუშავეთ. 2)არ დახარჯოთ ყველა მიღებული შემოსავალი. 3)დააგროვეთ თანხები. 4)მოახდინეთ დანაზოგის ინვესტირება. 5)დაუბრუნდით პირველ პუნქტს. 1014 9-ს მოსწონს
|