x
image
merabi11
ძალიან სასაცილო ანეკდოტები ნაწილი მეორე

image– რატომ აფურთხებ სუპში, გაგიჟდი?
– ვამოწმებ, ცხელია თუ არა.
– კი მაგრამ, როგორ ამოწმებ?
– ცოლმა მასწავლა – უთოს აფურთხებს ხოლმე, გაცხელდა თუ არაო.
* * *
ცოლი ქმარს:
– მართალია, რომ ამბობენ, კურდღელი ყველაზე გულუბრყვილო და შტერიაო?
– აბა, რა, ჩემო ბაჭია!
* * *

– მართალია, მამაჩემმა დიდი ქონება ვერ დაგვიტოვა, მაგრამ ჭკუა–გონება ყველა შვილს თანაბრად გაგვინაწილა.
– რაღაცა არ მგონია, თანაბრად გაენაწილებინოს. მე მგონი, შენ დაგჩაგრეს.

* * *

– ბრალდებულო! – მიმართავს მოსამართლე მსჯავრდებულს, – ერთი მითხარით, რა აზრი აქვს თქვენს სიცოცხლეს, რა სარგებლობა მოგაქვთ საზოგადოებისათვის?
– რას ჰქვია, რა სარგებლობა მომაქვს. მე ვაძლევ სამუშაოს პოლიციას და სასამართლოს. რა, ცოტაა?!

* * *

ნარკოზიდან გამოსული ავადმყოფი ექიმს მიმართავს:
– არ დამიმალოთ, ეს თქვენ მომაკერეთ თავი ავარიის შემდეგ ტანზე?
– დიახ, არ მოგწონთ?
– რა უჭირს, კაცმა რომ თქვას, მაგრამ ჩემი არაა. ჩემსას ულვაშები ჰქონდა.

* * *

– ბოდიში, ბატონო, ეს თქვენ ბრძანდებით, ჩემი ბიჭი რომ ტბიდან ამოათრიეთ და დახრჩობას გადაარჩინეთ?
– დიახ, მე ვარ, თუმცა ამაზე ლაპარაკი არ ღირს.
– როგორ თუ არ ღირს! ახალი ქუდი ეხურა, სადაა ქუდი?!

* * *

გურული ტყეში მიდის. უეცრად შინაგანი ხმა ეუბნება:
– იმ ხის ქვეშ განძია, გათხარე და გამდიდრდები.
გურულმა გათხარა და, ჰოი, საოცრებავ! უზარმაზარი სკივრი სავსეა ოქრო–ვერცხლით.
– თფუ! – ისევ მოესმა გურულს შინაგანი ხმა, – რომ მცოდნოდა, მართლა იყო მაგ ხის ქვეშ განძი, შენ რავა გეტყოდი!

* * *
– ქვე რა უცებ გადის, ბოშო, დრო, – ოხრავს რაჭველი, – აგერ, ჩემი ბიჭი ისე გახდა 16 წლის, დამთქნარება ძლივს მოვასწარი.
– მერე რა ჯობია მაგას? მოგსწრებია ბიჭი!
– რაღა მომსწრებია, შე კაი კაცო, ამ სიჩქარეში სკოლაში მიყვანაც ქვე ვერ მოვასწარით.

* * *

– სიმონ, ჯონდოია, ხედავ იმ კაცს, შლაპა რომ ახურავს? – ეკითხება ქუთაისელი ძმაკაცს.
– იქ სამი კაცია და სამივეს შლაპა ახურავს.
– იგი, მოკასინები რომ აცვია.
– სამივეს მოკასინები აცვია.
გაბრაზებული ქუთაისელი იარაღს იღებს და ორს ტვინს გაასხმევინებს.
– ჯონდოია, ახლა ხომ ხედავ იმ კაცს, ცოცხალი რომ დარჩა?
– კი, ვხედავ.
– ხოდა, მაი ტიპი არ მევასება მე, სიმონ!

* * *

მძღოლი გულშემოყრილ ქალს ამშვიდებს:
– ქალბატონო, მართალია, თქვენი მამალი გავიტანე, მაგრამ დღესვე შეგიცვლით.
– ეჭვი მეპარება, 32 დედლის დაპეპვლა შეძლოთ, – პასუხობს ქალი.

* * *

– რაზე ზიხარ? – ეკითხება ერთი პატიმარი მეორეს.
– მაღაზიაში მაცივარი და მობილური შევიძინე.
– მერე მაგისთვის ვის იჭერენ?
– მე მაღაზიის გაღებამდე შევიძინე.

* * *
– პირდაპირ არ ვიცი, როგორ შევატყობინო მშობლებს, რომ ქმარს გავშორდი.
– გეშინია?
– აბა რა! საწყლებმა ისიც არ იციან, რომ გავთხოვდი.

* * *

ტურისტი სვანეთში ჩავიდა და ადგილობრივ მცხოვრებს ეკითხება:
– მართალია, თქვენთან ისეთი კლიმატი ყოფილა, რომ ადამიანები ძალიან დიდხანს ცოცხლობენ?
– მართალია, აბა რა... ოცი წლის წინ ახალი სასაფლაო გავხსენით და არავინ რომ არ მოკვდა, გასულ კვირას ძალით მოვკალით ერთი. ვინმე ხომ უნდა დაგვესაფლავებინა?!

* * *

– რა ღირს თქვენი ძაღლი?
– 100 დოლარი.
– 50 დოლარად ვერ მომცემთ?
– რაფრა გავჭრა ახლა ცოცხალი ძაღლი?!

* * *

ბნელ ქუჩაში მიმავალ კაცს პირახვეული მძარცველი იარაღით გადაუდგა წინ.
– ჩქარა, ფული!
– ჩქარა თუ არა, ნელა ხომ ბებიშენისამ, სულ თუმან–თუმან ჩაგითვლი!



ავტორი:მერაბი11

0
37
9-ს მოსწონს
ავტორი:merabi11
merabi11
37