შესაძლოა მალე ია ფარულავასა და თაკო გაჩეჩილაძის სკანდალის ფარული ვიდეო ჩანაწერი გამოჩნდეს
საქართველოში ყველაზე რეიტინგული გასართობი შოუს გადაცემები ბოლო დროს სკანდალების თანხლებით მიმდინარეობს. "შოუ შოუში" შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ სკანდალს, რომელიც იაფარულავასა და თაკო გაჩეჩილაძის შორის ხდება.
5 ნოემბერს, კონკურსის დაწყებამდე ია ფარულავასა და თაკო გაჩეჩილაძეს შორის საგრიმიოროში შელაპარაკება მოხდა. შედეგად ფარულავა გაჩეჩილაძეს ფსიქიატრის დახმარებას ურჩევდა, გაჩეჩილაძე კი, ფარულავას შოუს დაწყებამდე, გასახდელში, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.
."მე ვაპირებ ჩივილს, სასამართლოში შემაქვს სარჩელი, უკვე ველაპარაკე ჩემს პირად ადვოკატს დიმა გაბუნიას. მე ამას არ მოვითმენ'', - ამბობს თაკო გაჩეჩილაძე. აღნიშნულის შესახებ ''პრაიმ ტაიმის" ერთ-ერთ სტატიაშია ნათქვამი, რომელიც თავის მხრივ ია ფარულავას ''ფეისბუქის'' გვერდზე აქვს გაზიარებული.
''დიმა გაბუნიამ დაურეკოს ჩემს ადვოკატს კახა ასლანიშვილს და ვნახოთ რა გამოვა ამ საქმიდან :))))'', - წერს ფარულავა სოციალურ ქსელ ''ფეისბუქზე''.
ფარულავა გაჩეჩილაძეს ფსიქიატრის დახმარებას ურჩევდა, გაჩეჩილაძე კი, ფარულავას შოუს დაწყებამდე, გასახდელში, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.
''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ყოფილი კონკურსანტი თაკო გაჩეჩილაძე ცდილობს მოიპოვოს ვიდეომასალა, სადაც ია ფარულავასა და მასშორის მომხდარი შელაპარაკებაა ასახული.
გაზეთ ''პრაიმ ტაიმის'' ინფორმაციით, შოუს პროდიუსერის ალინა არველაძის თქმით, ვიდეო მასალა წაშლილია და აღარ არსებობს.
''ალინა, სამწუხაროდ, ჩანაწერებს ამ ეტაპზე არ მაძლევს, ამბობს, რომ არ არსებობს თუ დისკი ვერ კითხულობს. მითხრა, რომ არ უნდა შოუს შეეხოს ეს სკანდალი. მე მაინც ვეცდები, რომ ეს ჩანაწერი ავიღო, რათა ჩემი სიმართლე დავამტკიცო'', - წერს თაკო გაჩეჩილაძე.
შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დაწყებამდე ია ფარულავასა და თაკო გაჩეჩილაძეს შორის საგრიმიოროში შელაპარაკება მოხდა. შედეგად ფარულავა გაჩეჩილაძეს ფსიქიატრის დახმარებას ურჩევდა გაჩეჩილაძე კი, ფარულავას შოუს დაწყებამდე, გასახდელში, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდა და სასამართლოში ჩივილს აპირებდა.
ასე რომ, თუ თაკო ძალ- ღონეს არ დაიშურებს და ალინას დაარწმუნებს, შესაძლოა სკანდალის ფარული ჩანაწერი ვიხილოთ.