შოუბიზნესი რატომ იკლავდა თავს თემურ თათარაშვილი? 2012, 27 დეკემბერი, 1:37 ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მომღერალი თემურ თათარაშვილი შესაძლოა ისევ დაუბრუნდეს ქართველ მსმენელს. ალბად კარგად გახსოვთ მისი ესტრადიდან გაუჩინარების მიზეზი, რის შემდეგაც მის შესახებ ბევრი აღარაფერი გვსმენია.
დიდი ხნის გაუჩინარების შემდეგ, თემური კვლავ გამოჩნდა ქართულ მედიასივრცეში და "პროფილში" გულახდილად ისუბრა იმ წლებზე, როდესაც ის იძულებული გახდა ჩამოშორებოდა ქართულ შოუბიზნესს.
თემური ახლა რუსეთში მოღვაწეობს და მოსკოვში ერთ-ერთი ძალიან ცნობილი რესტორნის არტ - მენეჯერია, სადაც ამ პიზიციის დაკავებამდე თვითონ მღეროდა რესტორანში, შემდეგ კი - როგორც თვითონ ამბობს, შეიცოდეს მეგობრებმა და მენეჯერად დანიშნეს. ქართველების წინაშე იგი საკმოდ დახვეწილი და იმიჯ შეცვლილი წარდგა. ციხეში ყოფნის პერიოდს კი ყველაზე რთულად იხსენებს. "საკანში მარტო ვიყავი, ფიქრებისგან დაღლილმა აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ძალიან გამიჭირდა მარტოობა. დრო იწელებოდა, გამოსავალი კი არ ჩანდა. თავში სულ თვითმკვლელობა მიტრიალებდა."
თემური გამოტყდა, რომ მარტოობას ვეღარ უძლებდა და თავის ჩამოხრჩობას აპირებდა. სრულიად შემთხვევით მოძღვარმა გადაარჩინა. ასევე მოძღვარის თხოვნით საკანში მარტო ყოფნის პერიოდიც დასრულდა და ასე გადაურჩა ქართველი ვრსკვლავი თვითმკვლელობას. მიუხედავად ძალიან კარგი სამსახურისა თემური თავს ბედნიერად მაინც არ გრძნობს, ამბობს რომ ენატრება ქართველი ხალხი, ქართველი მსმენელი და ქართულ ესტრადაზე დაბრუნებას აპირებს. 166 2-ს მოსწონს
|