მხატვრობა სალვადორ დალის ერთ-ერთი ნამუშევრის განხილვა 2012, 8 ნოემბერი, 21:39 მე მინდა შემოგთავაზოთ სალვადორ დალის ერთ-ერთი, მეტად საინტერესო ნამუშევარი, რომელიც შესრულდა 1943 წელს. ამ ნახატმა პირადად მე ძალიან დამაინტერესა, რადგან მისი ნახვის შემდეგ დამებადა ეჭვი, რატომ იბადება ადამიანი ამერიკის კონტინენტზე და რას ნიშნავს ქალის მინიშნება კავკასიის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ კი, ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს წავაწყდი, რამაც გადამაწყვეტინა დამეწერა სტატია ამ ნახატზე. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ნახატი შესრულებულია 1943 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი, უკვე დიდი ხნის დაწყებული იყო და ხშირად აკეთებდნენ ოპტიმისტურ წინასწარმეტყველებას "ახალ მსოფლიოზე", რომელიც ფაშიზმის დამარცხების შემდეგ უნდა შექმნილიყო. სალვადორ დალი, აღნიშნულ ნახატზე თითქოს სიცოცხლეს ჩუქნის "მომავლის შვილს", რომლის დაბადების ადგილიც ამერიკის კონტინენტია, ხოლო საყრდენი ინგლისი. კვერცხი დედამიწის სიმბოლოა, საიდანაც იბადება ეს ადამიანი, რომელიც ცდილობს ფეხით გაარღვიოს დედამიწის ფორმის კვერცხის ნაჭუჭი. ქალის მუხლებს ამოფარებული ბავშვი, გაკვირვებით და შიშით უყურებს "ახალი ადამიანის" დაბადების მტკინვეულ პროცესს. ჩემი აზრით, დაბადების ადგილიდან ჩამონადენი სისხლი სიმბოლოა იმისა, რომ "ახალი ადამიანის" დაბადება უბედურების მომასწავებელია. თუ კარგად დააკვირდებით, დასავლეთ აფრიკა გაყოფს ცრემლს, რისი ახსნაც სამწუხაროდ ვერ მოვძებნე ინტერნეტ სივრცეში. ამასთან ერთად, ნემსისწვერიანი საფარი და ჩონჩხადქცეული ქალი რომელიც კავკასიის ტერიტორიაზე მიანიშნებს, სურათს აძლევს მოსალოდნელი საშიშროების განწყობას. ნემსისწვერიანი საფარი, რომელსაც მხატვარი დედამიწის-კვერცხის თავსაბურავად იყენებს, არის ზეწარი ცამეტი წვერით. ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა: რატომ ცამეტი? ესეც სიმბოლურია, რადგან ყველასთვის ცნობილია თორმეტი ცა, თორმეტი ზოდიაქოს ნიშანი, მაგრამ ნაკლებმა თუ იცის ამ ციფრის მნიშვნელობა. ქართულ დიალექტში ცამეტი (ცა-მეტი, 12+1 ცა) ანუ თარსი ციფრი (თ-არსი) არსი ღმერთს ნიშნავს, ამასთანავე ყველამ ვიცით უფალს ყავდა თორმეტი მოწაფე, ხოლო მეცამეტე თვითონ უფალი იყო. ე.ი. მეცამეტე ცა ღვთის სამყოფელი უნდა იყოს. ასევე, თუ კარგად დააკვირდებით სურათზე ქალის მარჯვნივ, არის სვანური კოშკი 4091 8-ს მოსწონს |
1. არანაირ კავკასიაზე არ მიანიშნებს და არანაირი სხვანური კოშკი არ დგას :) რა სისულელეა... დალი იცნობდა ქართველებს ერთ-ერთი ქართველი მისი მეგობარი იყო და დახატულიც ყავს , მაგრამ არანაირი საქართველო არ დაუხატავს.. შესაძლოა იცოდა კიდეც სად იყო საქართველო მაგრამ აფსურდია რა სვანური კოშკი და საქართველო რა შუაშია საერთოდ.. მითუმეტეს აპერიოდისთვის სსრკ არის და საქართველო ცალკე არ არის :)
2. ქალი არ არის აფროდიტია
3. სისხლს სხვა დატვირთვა აქვს კერძოთ ის, რომ "ახალი ადამიანის" დაბადება მსხვერპლს მოითხოვს
4. 13 რიცხვს სხვა დატვირთვა აქვს და არაფერ შუაში არ არის რელიგიასთან :)