სხვა 14 რამ, რაც უმჯობესია გაიგო სანამ ახალგაზრდა ხარ 2012, 8 ნოემბერი, 20:39 ხშირად მსმენია ფრაზები ადამიანებისგან: "ნეტავი ეს ადრე მცოდნოდა", ან " ეს არ ვიცოდი თორემ ეხლა სხვანაირად ვიცხოვრებდი". თქვენც გქონიათ ასეთი გრძნობა?
ერთ-ერთ რუსულ საიტზე წავაწყდი ამ სტატიას და მომინდა თქვენთვის მეთარგმნა. იმედი მაქვს ეს დაგეხმარებათ იმაში რომ უკეთესად გამოიყენოთ დრო და თქვენთვის უფრო მომგებიანად წარმართოთ ცხოვრება. მაშ ასე დავიწყოთ:
1)პარეტოს პრინციპი. წესი 20/80.
თქვენი ქმედებების მხოლოდ 20%-ს მოაქვს შემოსავლის ძირითადი ნაწილი. ბევრი რამ რაც მნიშვნელოვნად გვეჩვენება დროის ტყუილად კარგვაა.
2)პარკინსონის კანონი: ადამიანს შეუძლია გაკეთოს ის რას ესაჭიროება ბევრად უფრო სწრაფად ვიდრე წარმოუდგენია. ეს წესი კარგად მოქმედებს სტუდენტებზე გამოცდების დროს. 3)ჯგუფური მხარდაჭერა: ერთფეროვანი და მოსაწყენი სამუშაოს გახალისების ძალიან კარგი მეთოდია მისი ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილება და ერთობლივი მუშაობა. 4)რაიმე რომ მიიღო ჯერ უნდა დააბანდო: ეს პრინციპული წესია. თუ თქვენ რაიმე საქმიანობაში აბანდებთ თქვენს დროსა და ფულს, ის ადრე თუ გვიან შედეგებს მოიტანს. 5)იყავით სიახლეების ტალღაზე, დაასწარით მას, არ გაჩერდეთ: ეს ოქროს წესი თქვენ შეგმატებთ თავდაჯერებულობას და გაგანთავისუფლებთ რაღაცის ლოდინისგან გრძნობისგან. 6)შეცდით, მიიღეთ წარუმატებლობა, ეს ძალიან კარგია: ბევრი ფიქრობს სიტყვა "წარმატების" მნიშვნელობაზე და ფიქრობს რომ ეს უბრალოდ მოვლენების თანაწყობაა ცხოვრებაში. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ წარმატება შედგება დიდი რაოდენობით შეცდომების, არასწორი გადაწყვეტილებებისა და წარუმატებლობისაგან. შეცდომა საკუთარი თავის გაუმჯობესების საუკეთესო ხერხია. 7)ნუ იქნებით ძალიან კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ: თქვენ უბრალოდ მიიღებთ ტკივილსა და ნეგატიურ ემოციებს შედეგად კი დაკარგავთ დროსა და მოტივაციას. 8)ეცადეთ შექმნათ კარგი კონტაქტები: ყველა შეხვედრას უნდა მიუდგეთ ისე თითქოს მეგობრებს ხვდებით. სწორედ ასე უნდა დაიწყოთ ნებისმიერი საუბარი და არ უნდა ინერვიულოთ. 9)რეალობისადმი დამოკიდებულება ცვლის რეალობას: აქ ყველაფერი მარტივადაა, ვინც როგორ ხედავს თავის ცხოვრებას იმას იღებს. პესიმისტები იღებენ ყველაფერ უარესს, რადგან თავიდანვე უარყოფენ ყველაფერ კარგს. 10)განავითარეთ თქვენში მადლიერების გრძნობა: ეს საუკეთესო ხერხია ბედნიერების მისაღწევად. წამიერად ხასიათის გაუმჯობესების მეთოდი ეს არის ვინმეს მიმართ მადლიერების შეგრძნება. იყავით თქვენი თავის და სხვების მადლიერები, გადაუხადეთ მადლობა, მიიღეთ მადლობები-პოზიტიური ემოციები გადამდებია. 11)არ ღირს საკუთარი თავის სხვებთან შედარება: უპირველეს ყოვლისა თქვენ დაიწყებთ საკუთარი მეს დაკარგვას და უფლებას მისცემთ გარე ფაქტორებს იმოქმედონ თქვენს შინაგან სამყაროზე. არ შეადაროთ, უმჯობესია იმუშაოთ საკუთარ თავზე. აწარმოეთ დღიური, დააკვირდით ცვლილებებს, ეცადეთ გახდეთ უკეთესი, ეს საუკეთესო შედეგს მოგცემთ. 12)თქვენი შიშის 90% არასოდეს მოხდება რეალურად: ადამიანი ეს არის არსება, რომელსაც ძალიან უყვარს ფანტაზიები. ეს ჩვენ გამოვიგონეთ კინგ-კონგი, ზომბები, ვამპიები და სხვა საშინელებები. ნუ გეშინიათ ნურაფრის, ყველაფერი უბრალოდ ჩვენს თავში ხდება. 13)ნურაფერს ნუ მიიღებთ ძალიან სერიოზულად: დამიჯერეთ ციტუაციები, რომლებიც დღეს ძალიან რთულ და გამოუვალ პრობლემებად გეჩვენება, სულ რამოდენიმე წელიწადში სასაცილოდაც არ გეყოფა. ასე რომ დამშვიდდით. ძალიან ნუ გაამახვილებთ მათზე ყურადღებას, ამით მხოლოდ ტანჯვას მიიღებთ. დატკბით ცხოვრებით და ყველაფერი შეიცვლება. 14)ნუ ეცდებით იცხოვროთ "უფრო სწრაფად". 22 წლის შემდეგ წლები უფრო მალე გადის. დატკბით ახალგაზრდობით. დაიმახსოვრეთ ეს ფაქტები. ისინი საჭიროა, რომ 30-35 წლის ასაკში "საშუალო ასაკის კრიზისი" არ დაგემართოთ. - 1033 8-ს მოსწონს
|