x
image
ტორნადო07
ყველაზე ლამაზი კასკადური ჩანჩქერები (+ულამაზესი ფოტოები)
მინდა წარმოგიდგინთ რამოდენიმე ულამაზესი ადგილი მსოფლიოში. "კასკადი" ეს არის საფეხურებად გადმომჩქეფარე ბუნებრივი ან ხელოვნური წყალვარდნილი. ამ სტატიაში რამოდენიმე ბუნებრივ წყალვარდნილზე, ანუ კასკადურ ჩანჩქერზე გვექნება საუბარი.

1)პამუკალე, თურქეთი: ეს ჩანჩქერი თურქეთის ერთ-ერთი გეოლოგიური საოცრებაა, ის ცნობილია თავისი ულამაზესი თეთრი ფერდობებით. მთის მწვერვალზე ასობით ათასი წლის განმავლობაში მჩქეფარე თერმალურმა წყაროებმა შექმნეს ლამაზი ტერასები სხვადასხვა სიღრმის წყალსაცავებით. ეს უმშვენიერესი პეიზაჟი წყალმა, ქვამ და მინერალურმა მარილებმა შექმნა.

imageimageimage2)ყვითელი დრაკონის ჩანჩქერი, ჩინეთი: წითელი კლდეებით თემოსაზღვრული ტერიტორია დაფარულია მცირე კასკადური ჩანჩქერებით ცისფერი წყლით, რომლის ფსკერზეც ბზინავს ყვითელი მინერალური დანალექები, სწორედ ამ დანალექების წყალობით მიიღო ამ ადგილმა ყვითელი დრაკონის სახელწოდებე. ზოგ წყალსაცავში სხვადასხვა ფერის წყალმცენარე იზრდება და მათ შესაბამის შეფერილობას აძლევს.

image


imageimage
3)ჩანჩქერი სემუკ ჩემპაი, გვატემალა: სემუკ ჩემპაი წმინდა წყალს ნიშნავს. ამ ადგილისათვის დამახასიათებელია პატარა ჩანჩქერების სიმრავლე და ტროპიკული ტყის განსაკუთრებული სიხშირე. ტერიტორია კლდეებითაა შემოსაზღვრული. გვატემლას ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს შორის ამ ადგილს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. imageimageimageimage
4)ჩანჩქერი კუანგ-სი: განლაგებულია მდინარე მეკონგის მარცხენა სანაპიროზე, ლუაკბჰაბანგიდან 32 კილომეტრში მდებარე ნაციოლარულ პარკში. ჩანჩქერი შედგება ძირითადი 54 მეტრის სიმაღლის კასკადისა და სხვა მცირე ჩანჩქერებისგან. კასკადებს შორის განლაგებულია ულამაზესი ფირუზისფერი წყლით სავსე წყალსაცავები.imageimageimage









4
558
7-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
558
  
2012, 9 ნოემბერი, 20:43
ულამაზესია
მართლა ძალიან ლამაზია!
2012, 8 ნოემბერი, 19:01
ამის ნახვის შემდეგ უეჭველი უნდა წავიდე... მომავალი შვებულების დროს :)
2012, 8 ნოემბერი, 19:00
თურქეთში მანდ ნამყოფი ვარ იმენნა ულამაზესი ადგილია წამოსვლა რო არ მოგინდება სურათზე კიდე არაფერია ისეა მაგარი მარმარისთანაა ახლოს
0 1 4