x
image
დათო შვანგირაძე
ობამას ტრიუმფი

imageბარაკ ობამა თეთრ სახლში დარჩა.
ამომრჩეველთა კოლეგიის 303 ხმა საჭირო 270-ის ნაცვლად, ჯერ ფლორიდა მონაცემებში შესული არ არის.
ასეთ გამარჯვებას დემოკრატები ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი, არ ელოდნენ.
მით რომნიმ დამარცხება ეგზითპოლების გამოქვეყნებისთანავე აღიარა.
სი-ენ-ენი, ფოქსი, ეი-ბი-სი, ენ-ბისი -საქართველოს დროით დილის 8 საათზე ამ ტელეკომპანიებმა ბარაკ ობამა ერთმანეთის მიყოლებით გამარჯვებულად გამოაცხადეს.
იმავე ეგზით პოლებით გაირკვა, რომ ობამას ამომრჩევლის 55 პროცენტი ქალია, მას ხმა მისცა 45 წლამდე მოქალაქეების უმეტესობამ და მათმა დიდმა ნაწილმა ვინც ქალაქებში ცხოვრობს.
შესაბამისად წაგებული რომნის მხარეზე იყო მამაკაცების დიდი ნაწილი, ხანში შესული ადამიანები და პერეფერია.


0
43
4-ს მოსწონს
ავტორი:დათო შვანგირაძე
დათო შვანგირაძე
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0