x
image
მატასი
როგორ გავხდი ადამიანი ბუზი

image






















ბზ ბზ ბზუუ

არ დამცინოთ, ჯერ მხოლოდ ახლა დავიწყე ბუზური ლაპარაკის შესწავლა. სხვათაშორის ნიჭიერი ბუზი ვარ, როგორც წესი დაბადებიდან 5 დღის შემდეგ იწყებენ პატარა ბუზიკოები პირველი სიტყვების წარმოთქმას, მე კი ჯერ 3 დღეც არ შემსრულებია.


დაბადება



სოფლის ტუალეტის კარი სწრაფად მოვხურე, უფროსწორად მოვიჭრაჭუნე. კიდევ კარგი პირთამდე სავსე ორმოში მცირეოდენი ადგილი მაინც დარჩენილა განავლიდან

ფიცრებამდე, ფეხები რომ ფრთხილად დამიდგამს.

სულ ბიცოლაჩემის გაკეთებული მოთეთრო მასის ბრალია, ღომს რომ უძახიან. არ მინდა, არ მიყვარს მეთქი, მარა აწაოდა სამეფო სადღესასწაულო საჭმელი, არა გასინჯე მაინც რა გემრიელიაო, ხოდა მერე გასინჯვასაც აღარ დასჯერდნენ. ჩემს ხათრიანობას რა ვუთხარი ან ჩემმა კუჭმა რა დააშავა.

ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, სანამ საქმე ქაღალდამდე მივიდოდა. აგურებს შორის მიჭედებულ მსუქან ლურსმანზე, სიბერისაგან რომ მოღუნულიყო, მრგვალად დახვეული, რბილი ქაღალდის ნაცვლად, ნესტისგან გაყვითლებული, ბოლოებაპრეხილი რვეული მოკალათებულიყო.მწვანე გარეკანით, შუაში ''ტეტრად'' რომ ეწერა. რვეული მოწიწებით ჩამოვხსენი ლურსმნიდან

და აკურატულად გადავფურცლე. სუფთა მაინც ყოფილიყო, მუქი მელნით შესრულებულ რუსულ კალიგრაფიას დაეფარა მთელი გვერდები. რუსულის გაკვეთილი გამახსენდა. ცხვრისთავა, სათვალეებიანი ბებერი ღამეული კოშმარივით მოიწევს ჩემსკენ გამყინავი ხმითა და ჩემი მისამართით გამოშვერილი ჯოხის დასტურით მიძახებს დაფასთან მე განწირულს. ჩემი ნერვიულობა შთანთქავს მთელი ოთახის ხმაურს და მხოლოდ საკუთარი გულის უნუგეშო, დამფრთხალი ფეთქვაღა მიწვავს ყურებს. უცებ წვა მართლაც ვიგრძენი, მაგრამ ყურებში ან გულში კი არა, მარჯვენა დუნდულაზე. რვეულიანი ხელი მოვიქნიე უკან, მაგრამ გვიანღა იყო. სანამ ასე მოგონებებში გართული ვიდექი შარვალჩახდილი ბუზმა თავისი საქმე შეასრულა და კმაყოფილი ბზუილით გაბზუილდა აგურთაშორისი ჭუჭრუტანიდან.

აი საიდან დაიწყო ყველაფერი. ახლა კი ბზუილს ვსწავლობ. განგებამ ასეთი ბედი მარგუნა, ბედი ადამიანი ბუზისა. თითქოს ობობები და ღამურები დაილია. ათასი საფიქრალი გამიჩნდა, როგორ უნდა გამოვიყენო ჩემი ბუზური შესაძლებლობები და როგორ ვიხსნა სამყარო, სამყარო, რომელიც ჩემს ახლადგამოსულ ბუზურ ფრთებზე უმადურად დამაწვა.

ბზ ბზ ბზუუუ

ნელ-ნელა ყველაფერს ვისწავლი და გამოვჩნდები თქვენს წინაშე, როგორც ახალი გმირი, პირმშო ბუზური თაობისა.

ცუდ ადამიანებს დავბუზაც და კარგებს ვიხსნი.

31
48
9-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:მატასი
მატასი
48
  
2012, 26 დეკემბერი, 14:10
:))
2012, 26 დეკემბერი, 0:55
წაიკითხავ ამისთანა "შედევრს" დ მერე ენის წვერზე სიტყვა უაზრობა გიტრიალებს
2012, 8 ნოემბერი, 17:59
რახან შენ იტყვი :))
2012, 8 ნოემბერი, 12:29
არადა კაი ფილმია :D ძალიან ცუდია ასეთი რაღაცეები რო მოწონს და შენც წერ . ასე შორს ვერ გაფრინდებით შენ და შენი ბუზები :D
2012, 8 ნოემბერი, 12:26
მწერლის ვალი ის კი არ არის ლამაზად აღწეროს ყველაფერი და ხალხს ასიამოვნოს, მან რეალობა, ნამდვილი გრძნობები უნდა აღწეროს. შენი აზრით ადამიანი ყოველთვის ლამაზი და კეთილია და სასიამოვნოდ გრძნობს თავს? ''მებრძოლთა კლუბი'' თუ გაგიგია ფილმი, მაგ ფილმის სცენარისტია ამის ავტორი რაც ვერ წაიკითხე შენ. ჩაქნეული რას ნიშნავს? ის ნაწარმოები უფრო ძვირფასი და ღრმაა, რომელიც ყველასათვის არ არის განკუთვნილი.
2012, 8 ნოემბერი, 12:14
გული უნდა გქონდეს კეთილი და გეცოდინება რატო უნდა ასიამოვნო ყველას. ღიმილით, ლამაზი სიტყვებით და ლამაზი საუბარით . მაგრამ ამასაც ნიჭი უნდა...ეს ბუზი და ღომი საჩემო არააა. ხოლო რაც შეეხება ლინკს რომელიც დადევი შუა კითხვისას გავაგდე, ასეთი რამეებიც თუ მოგწონს წასულია შენი საქმე :D ეგ ლიტერატურის მოყვარულები ყველა ასეთი ჩაქნეული ხართ თუ შენ ხარ მარტო ეგეთი? ეგ როგორ უნდა წაიკითხო?
2012, 8 ნოემბერი, 12:08
ვნახოთ სადამდე გაქაჩავ
2012, 8 ნოემბერი, 12:07
http://lib.ge/book.php?author=1513&book=9510
წაიკითხე აბა და როგორ გესიამოვნება მომიყევი მერე :))
2012, 8 ნოემბერი, 12:03
სისულელე შენთვისაა, ადამიანისთვის, რომელიც წეღან რო ვნახე ისეთ საშინელ რაღაცეებს წერს. ასე რომ კიდე კაი არ მოგწონს, შენ რო ეს მოგწონდეს ვიფიქრებდი რო მართლა არ ვარგა. და ადამიანს რატო უნდა ვასიამოვნო?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10