ვარსკვლავები "მის ინგლისი " ჯარში მიდის 2012, 7 ნოემბერი, 15:25
დუჯერებელია, მაგრამ ფაქტია ბრიტანელი ლამაზმანი "მის ინგლისი 2009"-ის მფლობელი კატრინა ჰოჯი ბრიტანეთის არმიაში ჯერ კიდევ სილამაზის კონკურსში მონაწილეობამდე მსახურობდა. 23 წლის მზეთუნახავს მალევე მოსწყინადა პოდიუმზე ნარნარი და ფოტო და ვიდეო კამერების წინ კეკლუცობა, უარი თქვა ელიტურ ყოფაზე და ისევ ყაზარმაში დაბრუნება გადაწყვიტა.
კატრინამ ჯარისკაცული ცხოვრება 17 წლისამ დაიწყო. გოგონამ არც ერაყში გამგზავრება ითაკილა და მეტიც, იქ გამოჩენილი მამაცობისთვის 2005 წელს სარდლობის მადლობაც კი დაიმსახურა. ეფრეიტორი კატრინა მოდელის კარიერით 2008 წელს დაინტერსდა, ერთი წლის შემდეგ კი ინგლისის ნაციონალურ პირველობაზე ულამაზესად აღიარეს. "არმიაში მსახური ყოველთვის მომწონდა. ცოტა არ იყოს, ვნერვიოლობ კიდეც იმის გამო, რომ ჯარისკაცურ პირობებში ცხოვრებას გადავეჩვიე. "მის ინგლისის" ტიტულის მოპოვების გამო მთელი წელი ათასგვარი გლამურული ღონისძიებით მქონდა გადატვირთული"-განაცხადა კატრინამ არმიაში ხელმეორედ წასვლამდე. 184 20-ს მოსწონს
|