x
image
ცისანა შერგილაშვილი
ობამას მადლობები - ,,მიშელ, ასე ძლიერ არასოდეს მყვარებიხარ“

image
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში
“დემოკრატი“ ბარაკ ობამა “რესპუბლიკელ“ მიტ რომნის უგებს. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის პოსტზე ობამა კენჭს უკვე მეორედ იყრის.
ბარაკ ობამამ საარჩევნო კამპანია შეაჯამა და მხარში დგომისთვის ბევრ ადამიანს გადაუხადა მადლობა. მათ შორის განსაკუთრებული მადლობა მის ცოლს, მიშელ ობამას ერგო.

image

“მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარსა და პარტნიორს,
ჯო ბაიდენს, ამერიკის ბედნიერ მეომარს და საუკეთესო ვიცე-პრეზიდენტს, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეიძლება. მადლობა პოლიტიკის ისტორიის მანძილზე საუკეთესო საარჩევნო კამპანიის გუნდს. თქვენ შორის ზოგიერთი ახალია, ზოგი დასაწყისიდანვე ჩემ გვერდით დგახართ, მაგრამ თითოეული თქვენგანი იმ დიდი ოჯახის ნაწილი ხართ, რომელმაც ჩემი გამარჯვება განაპირობა. მე მუდამ თქვენი მადლიერი ვიქნები“.
ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ იმ ქალის გარეშე, რომელმაც
ოცი წლის წინ ცოლობის თანხმობა მისცა, ამდენს ვერ მიაღწევდა. “ჩვენ მხოლოდ ერთი ამერიკული ოჯახი ვართ. ერთად ვზეიმობთ და ერთად განვიცდით დამარცხებას, როგორც ერთი ერი და ერთი ხალხი. “მიშელ, მე შენ ასე ძლიერ არასოდეს მყვარებიხარ. მე შენ ისევე მიყვარხარ, როგორც დანარჩენ ამერიკას, რომელიც შეყვარებულია შენზე“.

image

ბარაკ ობამამ ასევე განაცხადა, რომ ხმის მიცემის დასრულებით
მოქალაქეების დემოკრატიაში ჩართულობა არ სრულდება და მათგან ელის ახალ იდეებს მომავალი ამერიკის კიდევ უფრო განვითარებისთვის. “ჩვენ გაცილებით მეტი ვართ, ვიდრე წითელი და ლურჯი სახელმწიფო. ჩვენ ვართ და ვიქნებით ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ ერთად და ღვთის შეწევნით გავაგრძელებთ წინსვლას და იმის ჩვენებას, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ერი ვართ“.

image

1
103
2-ს მოსწონს
ავტორი:ცისანა შერგილაშვილი
ცისანა შერგილაშვილი
103
  
2012, 7 ნოემბერი, 15:33
წყარო: parismatch.com :)
0 1 1