x
image
ცისანა შერგილაშვილი
გოკა გაბაშვილი: ,,ივანიშვილი რასაც ლაპარაკობს, არის აბსოლუტურად მიუღებელი“


imageსაპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი საქართველოს
პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით
გავრცელებულ განცხადებას საპარლამენტო სხდომაზე გამოეხმაურა.

“ ივანიშვილი ახლა წარმოადგენს
საქართველოს და მისი პოზიცია აღიქმება, როგორც ქვეყნის პოზიცა. მან აგვისტოს ომის სურათის
ქრონოლოგია ისე წარმოადგინა, როგორც ამას რუსეთი აკეთებს.
როდესაც იგი ომის დროს ერთი კედლის ჩამონგრევაზე საუბრობს,
მართლა ვერ დავიჯერებ რომ არ იცის მსხვილკალიბრიანი ავტომატებით ნულის, ავნევის, თამარაშენის დაბომბის ამბავი, მსხვერპლის ამბავი, რომელიც ჩვენს სამშვიდობოებში იყო. წარმოუდგენელია, რომ ეს ინფორმაციის ნაკლებობა იყოს, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას აქვს. ჩვენ ჩვენს პოზიციას გამოვხატავთ დღეს, გამოვხატავთ 19 აპრილსაც მშვიდობიანად. ხოლო ის განცხადებები, რასაც ივანიშვილი აკეთებს, არის აბსოლუტურად მიუღებელი. მე ვფიქრობ თქვენც უნდა გამოხატოთ თქვენი პოზიცია, იმიტომ რომ ეს პრობლემა არ დაიხურება“, - განაცხადა ოპოზიციის წევრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

საპარლამენტო სხდომაზე დეპუტატები განცხადებების გაკეთებას
ახლაც განაგრძობენ.

0
10
1-ს მოსწონს
ავტორი:ცისანა შერგილაშვილი
ცისანა შერგილაშვილი
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0