ორი სვანი მგზავრობს ავტობუსით. ერთი ეკითხება მძღოლს:
- ეს ავტობუსი ვაგზლამდე ამიყვანს?
- არა! – მოუჭრა მძღოლმა.
- არც მე ამიყვანს? – იკითხა მეორე სვანმა.
პატარა რაჭველს რუსული ენის მასწავლებელი ეკითხება:
- აბა, რაჟიკო, როგორ იქნება ქართულად ”ნაუკა”?
- ნაუკა არის პატარა ნავი! – გამარჯვებული სახით უპასუხა რაჟიკომ.
რაჭველი ექიმს საყვედურობს:
- ექიმო, თქვენ რომ ღამით ჭამა ამიკრძალეთ, მაგიტომ გავცივდი.
- მერე ეგ რა შუაშია?
- როგორ თუ რა შუაშია? მთელი ღამე ღია მაცივრის წინ ვიდექი და მოხარშულ დედალს ვუყურებდი!
დიდი ხნის უნახავმა თანასოფლელმა გურულებმა ერთმანეთი მოიკითხეს. ერთმა შესჩივლა მეორეს, – მესამედ გავიკეთე კუჭის ოპერაცია, იმდენი ფული დავხარჯე და ძლივს გადავრჩიო!
მეორემ უპასუხა: – შე კაი კაცო, შენც რას ჩააცივდი ამ კუჭს, ყველა ბრმა ნაწლავის ოპერაციას იკეთებს, შედარებით იაფიც ჯდება და კარგად არიანო.
შვილი ჭიაყელა მამა ჭიას ეკითხება:
- მამი, მამი, ბალში ცხოვრება კარგია?
- კი შვილო.
- ვაშლში ცხოვრება?
- კი შვილო.
- ატამში ცხოვრება?
- კი შვილო.
- აბა იქ თუ ასე კარგია, ჩვენ ნეხვში რატომ ვცხოვრობთ?
- ეჰ შვილო, სამშობლოს არ ირჩევენ.
ჯეიმს ბონდი ქალთან:
– ჯეიმს, ეგ რა საათი გიკეთიათ?
– ეს საათი აჩვენებს, თუ რა ხდება ეხლა, ამ მომენტში.
– და რას აჩვენებს ეხლა ეგ საათი, რა ხდებაო?
– რას და მხურვალე სექსით ვართ ჩვენ დაკავებული.
– კი მაგრამ, ეს ხომ ტყუილია?
– არა, უბრალოდ ჩემი საათი ცოტა წინაა
ავტორი:მერაბი11