სხვა რა არის დეჟა ვუ? და სხვა ფენომენები! 2012, 6 ნოემბერი, 16:49 ![]() დეჟა ვუს გარდა არსებობს სხვა არანაკლებ საინტერესო ფენომენებიც. მაგალითად, როდესაც უნდა ჩაგეძინოს, და სრულიად მოულოდნელად გაქვს შეგრძნება, რომ ვარდები და მომენტალურად გეღვიძება. ამას კი წმინდა მეცნიერული ახსნა აქვს. როდესაც იძინებ, თითოეული კუნთი დუნდება, თუმცა ტვინის რაღაც ნაწილი მაინც მუშაობს. ეს ადამიანის ერთგვარი თავდაცვის სისტემაა. ტვინი გრძნობს ხიფათს, რადგან თითოეული კუნთი მოდუნებულია და საფრთხის შემთხვევაში საკუთარი თავის დაცვას ვერ შეძლებთ, ამიტომაც ის მთელს ორგანიზმში სასწრაფოდ აგზავნის სიგნალს და ამის გამო თქვენ უეცრად იღვიძებთ შეგრძნებით, რომ სადღაც ვარდებით. ასევე ძალიან საინტერესოა ''პრესკა ვუ'', რასაც ჩვენ საქართველოში ვეძახით ''ენის წვერზე მადგია''. როდესაც ცდილობ გაიხსენო რომელიმე ცნობილი ადამიანის სახელი, ან სესაძლოა, საყვარელი მსახიობის სახელიც კი ვეღარ გაიხსენო. ამის მიზეზი კი ისაა, რომ როდესაც ცდილობ რომელიმე კონკრეტული სახელის ან სიტყვის გახსენებას გონებაში წამოტივტივდებიან სხვა მსგავსი სიტყვები, ტვინი კონცენტრირებას სწორედ ამ მსგავს სიტყვებზე აკეთებს და არ გაძლევს საშუალებას გაიხსენო ზუსტად ის სიტყვა, რომელსაც შენ ეძებ. შენ იხსენებ ყველა მიმსგავსებულ სახელს, მაგრამ არა იმას რომელსაც შენ ეძებ. ცოტა ხნის შემდეგ როდესაც გონება სხვა რამეზე გადაერთვება ტვინი ავტომატურად ''ბლოკს ხსნის'' ყველა შესაძლო ვერსიას და შემდეგ უეცრად გვახსენდება ''ჯოშ ჰარტნეტი, ეს რამ დამავიწყა''. 521 5-ს მოსწონს 1-ს არა
|