x
image
მირანდა ანდრონიკაშვილი
რა არის დეჟა ვუ? და სხვა ფენომენები!
image

მაინც რა არის დეჟა ვუ...მდგომარეობა, როდესაც სხვადასხვა სრულიად ახალი სიტუაცია ან ადამიანი ჩვენთვის გარკვეულწილად ნაცნობი ხდება, მაგრამ არ ვიცით საიდან ან როგორ.

დამერწმუნებით, რომ თითოეულ ჩვენგანს ჰქონია ის შეგრძნება თითქოს რაღაც მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში პირველად არ ხდება. ხშირად გვითქვამს ''ამ ადამიანს შევხვედრილვარ'', ან ''მე აქ ვყოფილვარ''. მეცნიერულად საკმაოდ რთულია ამ ფენომენის შესწავლა, იმიტომ რომ დეჟა ვუს პროცესს ლაბორატორიაში ვერ შეისწავლი.

ცნობილია, რომ დეჟა ვუ მხოლოდ 8-9 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი. ეს ფენომენი ძალიან ხშირია თინეიჯერებში და ასაკის მატებასთან ერთად იგი კვლავ ქრება, ამიტომ ლოგიკური იქნება თუ ვიტყვით, რომ დეჟა ვუ დაკავშირებულია ტვინის განვითარების პროცესებთან. როდესაც ჩვენ ვიღებთ მხედველობით ინფორმაციას ვიცით, რომ ის იმპულსების მეშვეობით გადაეცემა ტვინის უკანა ნაწილს, სადაც მხედველობის ზონაა. იქ ხდება ჩვენს მიერ აღქმულის დამუშავება, მაგრამ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე თუ ტვინის კიდევ რა ნაწილს გადის მიღებული ინფორმაცია, სანამ მხედველობის არეს გადაეცემა, რადგან ეს შეიძლება იყოს პასუხი კითხვაზე თუ რა არის დეჟა ვუ. მხედველობითი ინფორმაცია პირველ რიგში ხვდება შუა ყურში და შემდეგ გადაეცემა ტვინის სხვა ნაწილებს, თუმცა ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ. აღქმულ სურათებს ვაანალიზებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი მხედველობის არეს მიაღწევენ, ამიტომაც ზოგიერთი სიტუაცია ცვენთვის ისეთი ნაცნობი ხდება, რადგან ის აღქმულია ტვინის სხვადასხვა ნაწილის მიერ, თუმცა ჩვენმა ტვინმა ეს აღიქვა გაუთვიცნობიერებლად.


დეჟა ვუს გარდა არსებობს სხვა არანაკლებ საინტერესო ფენომენებიც. მაგალითად, როდესაც უნდა ჩაგეძინოს, და სრულიად მოულოდნელად გაქვს შეგრძნება, რომ ვარდები და მომენტალურად გეღვიძება. ამას კი წმინდა მეცნიერული ახსნა აქვს. როდესაც იძინებ, თითოეული კუნთი დუნდება, თუმცა ტვინის რაღაც ნაწილი მაინც მუშაობს. ეს ადამიანის ერთგვარი თავდაცვის სისტემაა. ტვინი გრძნობს ხიფათს, რადგან თითოეული კუნთი მოდუნებულია და საფრთხის შემთხვევაში საკუთარი თავის დაცვას ვერ შეძლებთ, ამიტომაც ის მთელს ორგანიზმში სასწრაფოდ აგზავნის სიგნალს და ამის გამო თქვენ უეცრად იღვიძებთ შეგრძნებით, რომ სადღაც ვარდებით.

ასევე ძალიან საინტერესოა ''პრესკა ვუ'', რასაც ჩვენ საქართველოში ვეძახით ''ენის წვერზე მადგია''. როდესაც ცდილობ გაიხსენო რომელიმე ცნობილი ადამიანის სახელი, ან სესაძლოა, საყვარელი მსახიობის სახელიც კი ვეღარ გაიხსენო. ამის მიზეზი კი ისაა, რომ როდესაც ცდილობ რომელიმე კონკრეტული სახელის ან სიტყვის გახსენებას გონებაში წამოტივტივდებიან სხვა მსგავსი სიტყვები, ტვინი კონცენტრირებას სწორედ ამ მსგავს სიტყვებზე აკეთებს და არ გაძლევს საშუალებას გაიხსენო ზუსტად ის სიტყვა, რომელსაც შენ ეძებ. შენ იხსენებ ყველა მიმსგავსებულ სახელს, მაგრამ არა იმას რომელსაც შენ ეძებ. ცოტა ხნის შემდეგ როდესაც გონება სხვა რამეზე გადაერთვება ტვინი ავტომატურად ''ბლოკს ხსნის'' ყველა შესაძლო ვერსიას და შემდეგ უეცრად გვახსენდება ''ჯოშ ჰარტნეტი, ეს რამ დამავიწყა''.

0
521
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
521
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0