x
image
მატასი
მოსწონთ თუ არა კაცებს თამამი ქალები ?
image



















როგორც ქალების, ისევე მამაკაცების სხვადახვა ტიპი არსებობს. ქალთა ტიპები რომ ორ ძირითად ნაწილად დავყოთ, მართლაც განსხვავებული ხასიათის ადამიანებთან გვექნება საქმე. 1. სუსტი ქალები - მათ შემადგენლობაში თავისთავად შევიყვანთ ნაზ, დამყოლ, გაუბედავ, მორცხვ ქალბატონებს, რომელთა მართვაც ადვილი შესაძლებელია, ისინი არც პრობლემებს შეგიქმნიან და არც რაიმე საფრთხეს წარმოადგენენ, შეცდომების დაშვების შანსიც ნაკლებია თავისთავად.

რაც შეეხება 2. ძლიერ ქალებს - ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ქალები, რომელთაც მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული პიროვნული თვისებები, ანუ ისინი წარმოადგენენ პიროვნებას, საკუთარი კონკრეტული ხასიათით, პრინციპებითა და ნიშან-თვისებებით. მათ იციან რა უნდათ ცხოვრებაში, შრომობენ და იღწვიან საკუთარი მიზნის მისაღწევად, არ უშინდებიან საზოგადოებასა თუ სხვა გარემო პირობებს და მარცხსაც ღირსეულად ხვდებიან, რის შემდეგაც ისევ უტეხად და თავაწეულნი აგრძელებენ ცხოვრებას.

ბუნებრივია მამაკაცებს ამ ორი აბსოლიტურად განსხვავებული ბუნების მქონე ქალების მიმართ ასევე აბსოლიტურად განსხვავებული დამოკიდებულება გააჩნიათ. არსებობს შეხედულება, რომ კაცებს ძლიერი, ჭკვიანი, თამამი ქალები აშინებთ და მათთან ურთიერთობას ერიდებიან, ხოლო სუსტ, დამყოლ და მოსულელო ქალბატონებთან თამამად შედიან კონტაქტში. ვერავინ იტყვის, რომ ეს შეხედულება მცდარია, თუმცა ისიც დიდი სისულელე იქნება, ყველა კაცი ერთ ქვაბში რომ მოვხარშოთ, როგორც იტყვიან.


ალბათ გაგიგიათ ანდაზე - ''ალხანას ჩალხანა არ დაელევა''. როგორც ქალები არსებობენ სუსტები და ძლიერები, მშრალად რომ დავყოთ, ასევე მამაკაცებიც, ასე რომ განსხვავებულ მამაკაცებს თავისთავად განსხვავებული შეხედულება ექნებათ ამ ორი ტიპის ქალბატონების მიმართ. ყველაფერი კი გაცილებით მარტივადაა, ძლიერი ქალები მხოლოდ სუსტ მამაკაცებს თუ შეაშინებთ, მათ ურჩევნიათ სუსტ არსებასთან ჰქონდეთ საქმე, რომ თავი ძლიერად იგრძნონ და ურთიერთობების სადავე თვითონ ეპყრათ ხელში, თამამი ქალები კი თვითონ დგამენ ნაბიჯებს და იღებენ გადაწყვეტილებებს. თუმცა ისეთი სუსტი კაცებიც არსებობენ ძლიერი ქალის ფრთის ქვეშ ყოფნა რომ ურჩევნიათ, მათ არც საკუთარი სიძლიერის წარმოჩენა ადარდებთ.

რაც შეეხება ძლიერ მამაკაცს, მას თავისთავად არ აშინებს ძლიერი ქალი, პირიქით იზიდავს და უფრო სრულფასოვნადაც გრძნობს თავს მასთან ურთიერთობისას.

თქვენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით?

6
365
6-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
365
  
2013, 15 ივნისი, 15:17
ყველა კაცს ეშინია ძლიერი ქალის, საკუთარი თავის რეალიზება უჭირს მის გვერდით და დაჩაგრულად გრძნობს თავს....
2012, 12 ნოემბერი, 14:45
არის რომ ძლიერ კაცებს არ უყვართ როცა მითითებებს აძლევენ განსაკუთრებით მაშინ როცა ცოლისგან მოდის ეს, ამიტომ სერიოზული ავტორიტეტული ბიზმესმენი სულელ ქალს ანიჭებს უპირატესობას რომ თავის ნებაზე მართოს, კაცს ბრძანებლობა უყვარს, მემგონი ძირითადად ესე უფროა ვიდრე ძლიერი მამაკაცისთვის ძლიერი ქალი იყოს სასურველი, რავი რაა...
2012, 5 ნოემბერი, 16:39
სხვაგან არ ვიცი მაგრამ საქრთველოში მამაკაცებისთვის ასეა პარალელები, რაღაც ასაკამდე:___ დედა და გოგონა,შემდეგ ასაკში_____ ცოლი და ყოფილი შეყვარებული, შემდეგ ცოლი და საყვარელი, და შემდეგ (და მარად )___დედა და ცოლი.. საწყალი კაცები....
2012, 5 ნოემბერი, 16:09
ბაბუჩემი იტყოდა ქალს რო მოიყვან კატა უნდა დაიჭირო და თავი უნდა წააძრო ისე რო თვითონაც დაინახოსო !!! :D ანუ შემდეგში ეცოდინება რა რო კატას შეცვლის თუ რამე :D:D
0 1 6