უკვე ორი სეზონია, რაც პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს ჟიურის უცვლელი წევრია საქართველოს ჩემპიონი სამეჯლისო ცეკვებში, გოჩა ჩერტკოევი. პროექტის ყველა მონაწილისათვის ძალიან მნიშვნელოვანია გოჩას შეფასება, ამავე დროს ძალიან მკაცრი და სამართლიანი.
როგორც ირკვევა ჩერტკოევი ამ პროექტში ბოლომდე ვერ დარჩება რადგან ის საქართველოში ექვსი კვირით ჩამოვიდა და კიდევ ორ ორშაბათს იქნება ჟიურის წევრი და შემდგომ წავა. მას და მის მეუღლეს შორენა გაჩეჩილაძეს საკუთარი ცეკვის სტუდია აქვთ დალასში, სახელწოდებით “გოჩა და შორენა".
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ორი სეზონის მანძილზე ჟიურის არა ერთ წევრს ჰქონია დაპირისპირება მონაწილეებთან, თუმცა ჩერტკოევი არასოდეს გახვეულა მსგავს ამბავში. ჯერ არაა ცნობილი თუ ვინ შეცვლის მას და იქნება თუ არა მისი შემცვლელი ისეთივე მკაცრი და კომპედენტური, როგორც ჩერტკოევი.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ტელეკომპანია “იმედის" ფორმატის შეცვლა არ შეეხო “ცეკვავენ ვარსკვლავების" პროექტს რადგან ხელშეკრულება მანამდე გაფორმდა, სანამ ტელეკომპანია ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებდა. რაც შეეხება მესამე სეზონს წინასწარ არ არის ცნობილი დაიხურება თუ არა ეს პროექტი.