მოვლენები ქეით აპტონი - წლის სხეული 2012 2012, 4 ნოემბერი, 21:34
სუპერმოდელი ქეით აპტონი, რომელიც სულ რაღაც 20 წლისაა მომხიბვლელობითა და სილამაზით ნამდვილად დაიკვეხნის. ქეითი, რომელსაც გარდაცვლილი სუპერმოდელის, სკანდალური ანა ნიკოლის ტყუპისცალსაც უწოდებენ, პოპულარული საიტ youtube-ზე საკუთარი ატვირთული ვიდეოთი გახდა. ამ დროისათვის კი სექსუალურმა ქეითმა უკვე მრავალ წარმატებას მიაღწია და შეიძლება ითქვას მოდის სამყარო დაიპყრო, თუმცა ქეითი ამით არ კმაყოფილდება და კინოშიც უნდა სცადოს ბედი, იგი ჯეიმს ბონდის გოგოობაზე ოცნებობს, მაგრამ სანამ იგი კინოვარსკვლავიც გახდებოდეს მის ამჟამინდელ მიღწევებზე ვისაუბროთ. აპტონი დასახელებულია ''წლის სხეული 2012'' -ს ნომინაციაზე, ხოლო ''New York Times''- მა დაასახელა, როგორც ''ინტერნეტით აღმოჩენილი ახალი სექსუალური ფენომენი''. ქეით აპტონი მართლაცდა რომ იმსახურებს ამ წოდებებს და ამას მისი სურათებიდანაც დარწმუნდებით. მაშ ასე, დატკბით.
პ.ს. ისე გამხდარი ნამდვილად არ ეთქმის და აი სექსუალური კია ღმერთმანი.
159 10-ს მოსწონს
|