x
image
L.C.
როგორ მოვიპოვოთ სიყვარული
imageალბათ უამრავი გოგონა იცით, რომელსაც კარგი გარეგნობა აქვს, განათლებულია, არც კარგი მანერები და კულტურა აკლია, მაგრამ... მამაკაცების გარემოცვაში ყოველთვის შეუმჩნეველი რჩება.გასაკვირია, რომ ასეთ გოგონებს არავინ აქცევს ყურადღებას, მაშინ როცა ზოგჯერ საერთოდ შეუხედავებს ჰყავთ სიმპათიური და ყველანაირად მოსაწონი შეყვარებულები.მაშინ რა არის მათი მარტოობის მიზეზი?რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მოიპოვონ სიყვარული, რომელიც ასე ძალინ სურთ?

ფსიქოლოგები ამ ყველაფერს სხვადასხვანაირად ხსნიან, თუმცა იძლევიან რამდენიმე სასარგებლო რჩევას.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ასეთ გოგონებს უმეტესად ძალიან რბილი, მორჩილი და დამყოლი ხასიათი აქვთ:არავის არაფერზე ეუბნებიან უარს, ყველაფერში გეთანხმებიან და მუდმივად სხვისი ყურადღების მოლოდინში თვითონ არაფერს აკეთებენ.უმთავრესი რაც მათ აკლიათ არის - გამოკვეთილი ხასიათი.საქმე იმაშია, რომ უამრავი დადებითი თვისების მიუხედავად, ისინი მაინც არც ერთს არ ამჟღავნებენ ბოლომდე.სითბოს გამოხატვისაც ერიდებათ, საუბრის აწყობაც უჭირთ და ასე შემდეგ.უარყოფით ემოციებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, თუ რამე ეწყინებათ ან ბრაზდებიან, ამას არასოდეს ამბობენ იმის შიშით, რომ ვინმეს არ აწყენინონ.ამიტომ, აუცილებლად გამოკვეთეთ საკუთარი თავი!ნუ შეგეშინდებათ ემოციების ბოლომდე გამომჟღავნების, სიხარულიც და მწუხარებაც ერთნაირად გამოამჟღავნეთ და ნუ გექნებათ იმის დარდი, რას იფიქრებენ გარშემომყოფები.მთავარია, ხალხთან ურთიერთობაში საკუთარი თავი ჩარჩოებში არ მოიქციოთ და ზედმეტი თავდაჭერილობა არ გამოამჟღავნოთ, რადგან ასე უბრალოდ უემოციოდ ჩაგთვლიან.

მეორე - აიმაღლეთ თვითშეფასება.თუ მამაკაცმა პაემანის შემდეგ აღარ დაგირეკათ პანიკაში ნუ ჩავარდებით და გლოვას ნუ მოაწყობთ.დაიმახსოვრეთ, თქვენ ქალი ხართ და ყურადღებას აქეთ უნდა გაქცევდნენ და თუ ვიღაცამ არ დაგაფასათ, ეს მისი პრობლემაა.არაა საჭირო ნებისმიერს გაეკიდოთ, ვინც უბრალოდ ყურადღებას მოგაქცევთ, თქვენ წყვეტთ ვინ გჭირდებათ და ვინ არა, ოღონდ ძალიანაც ნუ გადაამლაშებთ და საერთოდ უკარებაც ნუ გახდებით.


და მესამე, თვითონაც გაეხსენით სიყვარულს.ნუ დაკომპლექსდებით მამაკაცთან ურთიერთობაში და ყველაფერს ეჭვის თვალით ნუ შეხედავთ.მოიხსენით ყოველგვარი დაძაბულობა, არ შეიბოჭოთ თავი და ეცადეთ უბრალოდ არსებული სიტუაციით დატკბეთ.

2
689
5-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
689
  
2012, 4 ნოემბერი, 19:59
კარგი რჩევებია
0 1 2