x
image
bellatrix
James Bond Skyfall

imageჯეიმს ბონდი, ოპერაცია სქაიფოლი დიდი ხნის წინ დაანონსდა და დიდი ინტერესიც გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ბონდის დიდი მოყვარული არ ვარ დღეს დილას როცა კინოაფიშას გადავხედე მაინც ამ ფილმზე წასვლა გადავწყვიტე, რითაც საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 1 ნოემბრიდან დაიწყო და საკმაოდ დიდი აუდიტორია მიიზიდა კინოთეატრებში. ფილმი რამდენიმე ძალიან ძალიან საინტერესო ნაწილისაგან შედგება, საუცხოოდ არის გადაღებული თითოეული კადრი და არ შემიძლია არ გამოვყო ფილმის დასაწყისი სცენა, რომელიც საოცრად ოსტატურად არის აწყობილი, ასევე ჩემის აზრით ამ წლისათვის საუკეთესო ფილმის საუნდტრეკზე, რომელსაც მომღერალი ადელი ასრულებს. ფილმი განსხვავებით სხვა ჯეიმს ბონდებისაგან აღსავსეა ისეთო მოულოდნელობებით, რასაც სხვა სერიებში ვერ ნახავთ. საბოლოო ჯამში კი ფილმი იმდენად კარგად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, იმდენად საინტერესო სიუჟეტია რომ მეც კი, ზოგადად ფილმებისადმი და მითუმეტეს ბონდისადმი კრიტიკულად განწყობილი მაყურებელი, 10 ბალიანი სისტემიდან ფილმს 10 ბალით შევაფასებდი. ვისაც ჯერ არ გქონიათ ბედნიერება მოგესმინათ ამ ფილმის საოცარი საუნდტრეკი, რომელიც საიტზე ზუსტად 1 თვის წინ განთავსდა და 48, 632, 277 მნახველი ჰყავს შეგიძლიათ მოისმინოთ აქ :


1
54
2-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
54
  
2012, 4 ნოემბერი, 14:40
+1
0 1 1