x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
სააკაშვილსა და ჰილარი კლინტონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა


დღეს, საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ facebook -ის ვებ გვერდზეა ნათქვამი, საუბრის მთავარი თემა ის პროგრესი იყო, რასაც საქართველომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია.
ამავე სატელეფონო საუბრისას მხარეებმა იმსჯელეს დეკემბერში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე.
მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში არსებული პროგრესის განხილვა, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული ჩატარებისა და მთავრობის გადაბარების ფონზე. ეს ხდება დღეს.image

1
16
3-ს მოსწონს
ავტორი:ამიკო837
ამიკო837
16
  
2012, 4 ნოემბერი, 19:36
ღმერთმა იცის რაზე ისაუბრეს. ჩვენ ვინ გვეტყვის მაგას:)
0 1 1