შოუბიზნესი ანნა იმედაშვილი - "ახალი ხმის" მშვენიერი წამყვანი 2012, 3 ნოემბერი, 22:43 მგონი უკვე ბევრი თქვენგანის ყურადღება მიიპყრო, იმედის ეთერში მიმდინარე კონკურსის, "ახალი ხმის" წამყვანმა გოგონამ. ეს ულამაზესი გოგონა 25 წლის ანნა იმედაშვილია. ის საზოგადოებამ ფილმიდან "ოცნების ქალაქი" გაიცნო. ანნა ამავე ფილმის რეჟისორის დათო იმედაშვილის მეუღლეა. მათ შვილები ჯერ არ ჰყავთ, თუმცა დათოს წინა ორი ქორწინებიდან ორი შვილი, 15 წლის ლუკა და 10 წლის ელენე ჰყავს. ანამ და დათომ ერთმანეთი საერთო მეგობრის მეშვეობით გაიცნეს და ორივესგან მოულოდნელად ორ თვეში უკვე მიხვდნენ რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ანა პროფესიით ფსიქოლოგია, თუმცა თავისი პროფესიით დიდხანს არ უმუშავია. მუშაობდა რადიოში, ასევე სხვადასხვა პროექტებზე... როგორც ჩანს მისმა გატაცებებმა პროფესიაზე წინ წამოიწია და ამჯერად თანაწამყვან დუტა სხირტლაძესტან ერთად იმედის ახალ პროექტ, "ახალ ხმაში" მოგვევლინა. აღსანიშნავია, რომ პროექტში ანნას ჩაცმულობა მისივე გემოვნების დამსახურებაა. განსხვავებული ვარცხნილობაც სპეციალურად გადაცემისთვის მოიფიქრა. ალბად ბევრი თქვენგანისთვის გასაკვირი იქნება ის ფაქტი, რომ ის დამოუკიდებლად მაკიაჟს ვერ იკეთებს და ამისთვის ყოველთვის პროფესიონალებს მიმართავს. მისი მშვენიერი ფიგურა კი განსაკუთრებული ზრუნვის ან დიეტების შედეგი არ არის, ეს ბუნებრივი, ან უფრო სწორედ გენეტიკურია. თუმცა მის ასეთ ფორმას ისიც უწყობს ხელს, რომ ის თურმე პურს არ მიირთმევს. თუმცა უყვარს სხვა დანარჩენი ყველაფერი, მათ შორის ტკბილეულიც. ანას კიდევ ერთი დადებითი თვისება (თუ ნიჭი) ჰქონია... ის ძალიან კარგი მზარეულია. 1188 10-ს მოსწონს 2-ს არა |
ვიდზე არ ვიცი მაგრმა როგორც წამყვანი არ ვარგა, არც ხმა აქვს საგადაცემო და არც ლაპარაკის მანერა
მარტო გარეეგნობა არ ჭირდება გადაცემის წაყვანას :)