x
image
ბატონოგედი
გვეშველება რამე ?!
ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კითხვაა, ბატონი კახი კავსაძისადმი დასმული. "ბატინო კახი გვეშველება რამე?!" ამ კითხვის

პასუხზე ჩემი აზრი შემდეგნაირია. (მოვიშველიებ "თეთრი ბაირაღებიდან" ფრაზას)" ადამიანი ხატი არაა რომ მას მხოლოდ ერთი მხრიდან უმზირო. მას ქანდაკებასავით გარშემო უნდა შემოუარო და იმ

მხრიდან უმზირო საიდანაც უკეთ იმზირება." ალბათ ნებისმიერ კვლევის საგანს მიესადაგება. ჩვენი პრობლემა ისაა რომ ყველა პრობლემის გადაჭრას ერთი იარაღით ვცდილობთ. ეს პოლიტიკაა. უამრავ აქციებს ვაწყობთ სხვადასხვა პოლიტიკური საკითხის, პიროვნების, თუ ჯგუფის წინააღმდეგ.

განა არ შეიძლება აქციები მოვაწყოთ რომელიმე:წიგნის, ნახატის ან სულაც სიმღერის მხარდასაჭერად?! ნუთუ არ შეიძლება გავაპროტესტოთ ფუშეს, ივანე მხარგრძელის, მარშალ ბეტანკურის ქმედებები და არა ნაციონალების, ოცნების ან თუნდაც ლეიბორისტების?! არ შეიძლება ყოველდღიური ყოფის იქითაც გავიხედოთ? რატომ არ შეიძლება ველოსიპედი უფრო მეტად პოპულარული სატრანსპორტო საშვალება იყოს ჩვენს ქალაქში და ყველა "პრადოთი" მარიაჟობაზე არ ოცნებობდეს?! რატომ არ შეიძლება ბოლოს და ბოლოს წელში გავსწორდეთ და ერთმანეთს გავუღიმოთ?!


დავკიდოთ დინამიკები ცენტრალურ ქუჩებში და თუნდაც საათში ერთხელ მთელმა ქალაქმა ერთად მოვუსმინოთ მუსკიკას.

მაგრამ არა. კვლავ უამრავ პოლიტიკურ აქციებს ვაწყობთ. ჩვენს გარშემო მოსიარულე: სერვანტესს, ფიროსმანს და დოჩანაშვილს ვერ ვამჩნევთ. კვლავ ვუღრენთ ერთმანეთს. ჩვენი მეზობლის ოჯახს ვანგრევთ, ის ჩვენსას და თან გულის დაწყვეტითვკითხულობთ გვესშველება რამე?!

10
43
8-ს მოსწონს
ავტორი:ბატონოგედი
ბატონოგედი
43
  
2012, 10 ნოემბერი, 22:34
გაიზარდე დიდი გოგო ბ_ანი ;)
2012, 10 ნოემბერი, 21:56
მომწონს თქვენი აზროვნება :)
2012, 4 ნოემბერი, 10:48
: )
2012, 4 ნოემბერი, 0:20
გეთანხმები
2012, 3 ნოემბერი, 22:29
ვინ მცა პატივი ? :)
2012, 3 ნოემბერი, 22:27
ბოროტო :D შესაძლებელია ახლა გასწორება ?
2012, 3 ნოემბერი, 22:26
რატომ კარგადაა დაწერილი:D
2012, 3 ნოემბერი, 22:25
როგორ ?
2012, 3 ნოემბერი, 22:11
სათაური გაასწორეთ.....
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10