საზოგადოება ნოდარ მელაძე იმედის მაყურებელს ემშვიდობება 2012, 3 ნოემბერი, 21:24 ჟურნალისტმა ნოდარ მელაძე ტელეკომპანია “იმედი" დატოვა. ამის შესახებ ის საკუთარი “ფეისბუქის" გვერდზე წერს. ჟურნალისტი მადლობას უხდის ტელემაყურებელს და წარმატებას უსურვებს “იმედის" ახალ გუნდს. გადაცემა “100 გრადუსი ცელსიუსის" გასვლისთანავე ნოდარ მელაძის პოპულარობა ერთი ორად გაიზარდა. მაყურებელთა გარკვეული ნაწილი კი კრიტიკასაც არ იშურებდა მისი მისამართით. რომელ არხზე ვიხილავთ ჟურნალისტს ჯერჯერობით უცნობია. 371 10-ს მოსწონს 1-ს არა
|