ქალი და მამაკაცი როდის სჭირდები მამაკაცს ყველაზე მეტად, რას შეიძლება ელოდო მისგან და როგორ გაუმკლავდე ამ სიტუაციას 2012, 2 ნოემბერი, 18:17 ![]() შეიცვალოს უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ.. მეორე შემთხვევაში, შენ მას გვერდში უნდა ამოუდგე და პრობლემის გადაჭრაში დაეხმარო. ეს სტატია, დაგეხმარება გაიგო, როდის სჭირდები მამაკაცს ყველაზე მეტად, რას შეიძლება ელოდო მისგან და როგორ გაუმკლავდე ამ სიტუაციას. ![]() 1. მისი პირველი სამსახური. ![]() იმისთვის, რომ ის ძლიერი და თავდაჯერებული მამაკაცი იყოს ფინანსური კეთილდღეობა აუცილებლად უნდა უწყობდეს ხელს, რისთვისაც სამსახური აუცილებელია. თუკი შენს პარტნიორს გაუმართლა და სამსახური აქვს, იმის მაგივრად, რომ იმაზე იწუწუნო შენთვის დროს რომ ვერ პოულობს, შეეცადე გაუგო და რთული პერიოდის დაძლევაში დაეხმარო. ქალი მამაკაცისთვის სიმშვიდესთან უნდა ასოცირდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან გაიქცევა!!! ![]() 2. მისი საუკეთესო მეგობარი ქორწინდება. როდესაც შენი საყვარელი მამაკაცის საუკეთესო ![]() ![]() 3.მისი სახლი მისი საკუთრებაა. ![]() თუ გსურს, მისი კეთილგანწყობა მოიპოვო, მის სახლში მისვლისთა-ნავე ნუ დაიწყებ იმის განხილვას, თუ სად, რა და როგორ უნდა იდოს. ასეთი საქციელით, შენ მის საკუთრებას ''უხეშად ეხები''. იგივე შეიძლება ითქვას, როდესაც შენ დაუკითხავად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მიდიხარ მასთან სახლში. პატივი ეცი მის საკუთრებას და დარწმუნებული იყავი, რომ ის უფრო ''სტუმართმოყვარე'' გახდება. ეგ კი არა და, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს, საკუთარი ბინის გასაღებიც კი გაჩუქოს. ![]() 4. მისი პირველი წარუმატებლობა. ![]() თუკი მამაკაცს რაიმე ისე არ გამოსდის, როგორც უნდა, ეს მისთვის სამყაროს აღსასრულს უტოლდება. მას ხომ ბავშვობიდანვე უნერგავდნენ, რომ ''ნამდვილი მამაკაცები არასოდეს უშვებენ შეცდომებს''. სწორედ ამიტომ, კრახი მის ფსიქიკას სერიოზულ დარტყმას აყენებს. მინდა გითხრა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ მამაკაცს ერთგულება დაუმტკიცო და აჩვენო, რომ მხარში უდგახარ. შენი ზრუნვა, მას გაცილებით კომფორტულად აგრძნობინებს თავს.. მიხვდება, რომ მარტო არ არის. და რაც მთავარია, ასეთი ქმედება თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას უფრო მტკიცეს და საიმედოს გახდის. ![]() 1702 8-ს მოსწონს
|