x
image
sweet one
როდის სჭირდები მამაკაცს ყველაზე მეტად, რას შეიძლება ელოდო მისგან და როგორ გაუმკლავდე ამ სიტუაციას
imageროდესაც მამაკაცების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, შეიძლება მათი ქცევაც რადიკალურად შეიცვალოს.
შეიცვალოს უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ.. მეორე შემთხვევაში, შენ მას გვერდში უნდა ამოუდგე და პრობლემის გადაჭრაში დაეხმარო.

ეს სტატია, დაგეხმარება გაიგო, როდის სჭირდები მამაკაცს ყველაზე მეტად, რას შეიძლება ელოდო მისგან და როგორ გაუმკლავდე ამ სიტუაციას.
image
1. მისი პირველი სამსახური.
imageსამსახურის დაწყება, ხშირ შემთხვევაში, მუხლჩაუხრელ შრომას ნიშნავს. ამის გამო, შენი მამაკაცი მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება. შენი პარტნიორის მამაკაცურობა დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად წარმატებულია ის ცხოვრებაში.

მაგალითად: ის ვერ გამოგიგზავნის ლამაზ ყვავილებს, ვერ დაგპატიჟებს კინოში, თეატრში, ოპერაში.. ვერ მოგიწყობს დაუვიწყარ სიურპრიზებს. .. ეს რეალობაა!!
იმისთვის, რომ ის ძლიერი და თავდაჯერებული მამაკაცი იყოს ფინანსური კეთილდღეობა აუცილებლად უნდა უწყობდეს ხელს, რისთვისაც სამსახური აუცილებელია. თუკი შენს პარტნიორს გაუმართლა და სამსახური აქვს, იმის მაგივრად, რომ იმაზე იწუწუნო შენთვის დროს რომ ვერ პოულობს, შეეცადე გაუგო და რთული პერიოდის დაძლევაში დაეხმარო.

ქალი მამაკაცისთვის სიმშვიდესთან უნდა ასოცირდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან გაიქცევა!!!

image
2. მისი საუკეთესო მეგობარი ქორწინდება.
როდესაც შენი საყვარელი მამაკაცის


საუკეთესოimage მეგობარი ცოლის მოყვანას გადაწყვეტს, შესაძლოა შენი პარტნიორი პანიკამ მოიცვას. მისი გაგება შესაძლებელია! ცვლილებები მეგობრის ცხოვრებაში აუცილებლად აისახება მასზეც. მას ამ დროს მეგობრისთვის საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცების სურვილი უჩნდება. ასე რომ, ნუ ინერვიულებ და ნუ გამოხატავ უკმაყოფილებას, თუ მთელს თავისუფალ დროს საკუთარ ძმაკაცებთან ერთად ატარებს. თავი მის ადგილას წარმოიდგინე და შეეცადე გაუგო.. თუ არ შეგიძლია, ცოტა მოითმინე - სულ რამდენიმე დღე. საქორწილო ორომტრიალი გადაივლის და შენი რჩეულიც დაგიბრუნდება.
image
3.მისი სახლი მისი საკუთრებაა.
imageმამაკაცისთვის ძალიან საამაყოა, როდესაც აქვს რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ მას ეკუთვნის. მხოლოდ მას და სხვას არავის!!
თუ გსურს, მისი კეთილგანწყობა მოიპოვო, მის სახლში მისვლისთა-ნავე ნუ დაიწყებ იმის განხილვას, თუ სად, რა და როგორ უნდა იდოს. ასეთი საქციელით, შენ მის საკუთრებას ''უხეშად ეხები''. იგივე შეიძლება ითქვას, როდესაც შენ დაუკითხავად, ყოველგვარი
გაფრთხილების გარეშე მიდიხარ მასთან სახლში. პატივი ეცი მის საკუთრებას და დარწმუნებული იყავი, რომ ის უფრო ''სტუმართმოყვარე'' გახდება.

ეგ კი არა და, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს, საკუთარი ბინის გასაღებიც კი გაჩუქოს.

image
4. მისი პირველი წარუმატებლობა.image


თუკი მამაკაცს რაიმე ისე არ გამოსდის, როგორც უნდა, ეს მისთვის სამყაროს აღსასრულს უტოლდება. მას ხომ ბავშვობიდანვე უნერგავდნენ, რომ ''ნამდვილი მამაკაცები არასოდეს უშვებენ შეცდომებს''.

სწორედ ამიტომ, კრახი მის ფსიქიკას სერიოზულ დარტყმას აყენებს. მინდა გითხრა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ მამაკაცს ერთგულება დაუმტკიცო და აჩვენო, რომ მხარში უდგახარ. შენი ზრუნვა, მას გაცილებით კომფორტულად აგრძნობინებს თავს.. მიხვდება, რომ მარტო არ არის. და რაც მთავარია, ასეთი ქმედება თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას უფრო მტკიცეს და საიმედოს გახდის.

image


7
1702
8-ს მოსწონს
ავტორი:sweet one
sweet one
1702
  
2012, 11 ნოემბერი, 19:07
მაგარი სტატიები გავქს ტკბილო გოგონა
2012, 11 ნოემბერი, 19:03
ჰოდა ძაან მაგარი სტატიაა დაუჯერეთ გოგოებო '1!
2012, 11 ნოემბერი, 19:03
მე სულ მჭირდება ქალი ! ქალის გარეშე ცხოვრებას რა მუგამი აქვს ???
2012, 10 ნოემბერი, 15:41
კარგი იყო
2012, 6 ნოემბერი, 17:00
აქ რაც წერია ყველა გოგო რომ ასე ფიქრობდეს ყველაფერი კარგად იქნება
2012, 3 ნოემბერი, 12:07
დიდი მადლობა ნიკუშა
2012, 2 ნოემბერი, 19:21
საღოლ საღოლ მომეწონა... და საკმაოდ საინტერესოცააა...
0 1 7