x
image
NIKOLAISHVILI
საქართველოში ადამიანი რომ არ მოკვდეს უფულობის გამო, გერმანული სამედიცინო დაზღვევის ახალი მეთოდი ამოქმედდება.

imageსაქართველოში სამედიცინო დაზღვევის გერმანული მეთოდი ამოქმედდება.

"მეცხრე არხის" ეთერში, გადაცემაში "ახალკაცის მატრიცა" კობა დავითაშვილმა ასეთი განცხადება გაავრცელა.
სახელმწიფო, ექიმები და პაციენტები იქნებიან წარმოდგენილი, რომელთა საჯარო, გამჭვირვალე შეთანხმებით ბაზარზე ფასების რეგულირება, ხარისხის კონტროლი და საყოველთაო ხელმისაწვდომობა მოხდება, საქართველოს ყველა მოქალაქე დაზღვეული იქნება საბაზისო პაკეტით. საბაზისო პაკეტი ეს არ არის ყველაფერი, ეს არ არის კომუნიზმი და აბსოლუტური ჯანდაცვა. ეს პაკეტი უზრუნველყოფს, რომ ადამიანი არ მოკვდეს უფულობის გამო და რაც მთავარია არ მოხდეს ადამიანის გაღატაკება. დაზღვევის ეს პაკეტი, მოსახლეობისთვის კბილების ჩასმას, პლასტიკური ოპერაციის და ყველანაირი ანალიზის გაკეთებას არ უზრუნველყოფს.

დავითაშვილის განცხადებით, საბაზრო უნივერსალური პაკეტი საერთო იქნება ყველასთვის. სწორედ ამიტომ ჯანდაცვა არ არის ბიზნესი სახელმწიფოსთვის. აქამდე ჯანდაცვის პროგრამას წერდნენ ექიმების მოსატყუებლად, დაზარალებული იყო ექიმი, კლინიკა, პაციენტი.
მთავარია პაციენტი, მეორე მნიშვნელობა აქვს ექიმს, შემდეგ მოდის კლინიკა და ბოლოს სადაზღვეო ბიზნესის განვითარება მნიშვნელოვანია, ოღონდ არა ამ სამის ხარჯზე. ეს სქემა აქამდე ამობრუნებული იყო.

5
474
14-ს მოსწონს
ავტორი:NIKOLAISHVILI
NIKOLAISHVILI
474
  
2012, 10 ნოემბერი, 13:11
საბაზო დაზღვევა - ბლეფია, უფრო პოპულიზმი, რადგან სიტყვა დაზღვევა ნახსენები იყო წინასაარჩევნოდ მეორდება და მეორდება! სინამდვილეში ის რასაც უმრავლესობა ხალხს დაპირდა ეს პროგრამული დაფინანსებაა! მოხდება უბრალოდ დაზღვევისფერად შეფუთვა და ამას გადაყვება მინიმუმ 10-20 მილიონი ლარი! მარტო თუნდაც 4 მილიონი პოლისის დაბეჭდვა და მათი მომსახურება რა ეღირაბა? ვის რაში სჭირდება? ბატონო კობა შეიძლება კარგი პოლიტიკოსია, მაგრამ მედიცინაში არაოროფესიონალი და პოპულისტია, მედიცინა ახალი მთავრობის სტრატეგიული მიმართულებააო - მაგრამ არც პროგრამა ჩანს და არც ვინმე ვისთანაც შესაძლებელი იქნება საჯარო დებატები!!! ინიციატივა ასეთია: დაიწყეთ საჯარო განხილვა ჯანდაცვის განვითარების სტრატეგიისა და მიზნების შესახებ!მიეცით სიტყვა პროფესიონალებს!
2012, 8 ნოემბერი, 17:21
:)))))))))))))))))))))))))))
2012, 3 ნოემბერი, 13:28
++++
0 1 5