საქართველოში ადამიანი რომ არ მოკვდეს უფულობის გამო, გერმანული სამედიცინო დაზღვევის ახალი მეთოდი ამოქმედდება.
საქართველოში სამედიცინო დაზღვევის გერმანული მეთოდი ამოქმედდება.
"მეცხრე არხის" ეთერში, გადაცემაში "ახალკაცის მატრიცა" კობა დავითაშვილმა ასეთი განცხადება გაავრცელა.
სახელმწიფო, ექიმები და პაციენტები იქნებიან წარმოდგენილი, რომელთა საჯარო, გამჭვირვალე შეთანხმებით ბაზარზე ფასების რეგულირება, ხარისხის კონტროლი და საყოველთაო ხელმისაწვდომობა მოხდება, საქართველოს ყველა მოქალაქე დაზღვეული იქნება საბაზისო პაკეტით. საბაზისო პაკეტი ეს არ არის ყველაფერი, ეს არ არის კომუნიზმი და აბსოლუტური ჯანდაცვა. ეს პაკეტი უზრუნველყოფს, რომ ადამიანი არ მოკვდეს უფულობის გამო და რაც მთავარია არ მოხდეს ადამიანის გაღატაკება. დაზღვევის ეს პაკეტი, მოსახლეობისთვის კბილების ჩასმას, პლასტიკური ოპერაციის და ყველანაირი ანალიზის გაკეთებას არ უზრუნველყოფს.
დავითაშვილის განცხადებით, საბაზრო უნივერსალური პაკეტი საერთო იქნება ყველასთვის. სწორედ ამიტომ ჯანდაცვა არ არის ბიზნესი სახელმწიფოსთვის. აქამდე ჯანდაცვის პროგრამას წერდნენ ექიმების მოსატყუებლად, დაზარალებული იყო ექიმი, კლინიკა, პაციენტი.
მთავარია პაციენტი, მეორე მნიშვნელობა აქვს ექიმს, შემდეგ მოდის კლინიკა და ბოლოს სადაზღვეო ბიზნესის განვითარება მნიშვნელოვანია, ოღონდ არა ამ სამის ხარჯზე. ეს სქემა აქამდე ამობრუნებული იყო.