x
image
t.x.
2012 წელს დედამიწას რამდენიმე ამო ესტუმრება(+საიტის კოდები მათზე დასაკვირვებლად)
imageმეცნიერებმა, რომლებიც სწავლობენ სიცოცხლის არამიწიერ ფორმებს, გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ დედამიწას უახლოვდება რამდენიმე ამო(ამოუცნობი მფრინავი ობიექტი). ერთი მათგანი ცილინდრის ფორმისაა, მეორეს დისკის ფორმა აქვს, ხოლო მესამე პეპელას ჰგავს. მეცნიერების აზრით, ამო-ები მოგვიახლოვდებიან 2012 წელს. ბევრმა ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ 2012 წელს დგება სამყაროს აღსასრული. ბევრი უკვე ნაცნობი წყაროებიდან ვიცით, რომ 2012 წლის დეკემბრის ბოლო, მესამე დეკადაში მთავრდება მაიას ტომების კალენდარზე ბოლო, დროითი ციკლი. ასევე არსებობს აზრი, რომ ამერიკის კოსმოსური კვლევის სააგენტო NASA გამიზნულად მალავს ინფორმაციას მოახლოებულ ამო-ებზე. ამ ამბებმა გამოიწვია ბევრი ემოციური აზრის შეხლა-შემოხლა სხვადასხვა საიტებზე. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს ობიექტები სხვა არაფერია, თუ არა მტრულად განწყობილი კოსმოსური ხომალდები, რომლებიც ჩვენსკენ აგრესიული ზრახვებით მოფრინავენ. ზოგი თვლის, რომ უცხოპლანეტელები დედამიწაზე ჩვენს დასახმარებლად მოიჩქარიან, რათა დაგვიცვან ბუნებრივი კატაკლიზმებისაგან, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლის განადგურებით გვემუქრება. სკეპტიკოსები კი ირწმუნებიან, რომ სურათებზე ასახული ანომალიები სხვა არაფერია, თუ არა ფოტოფირის წუნი. ვინ არის მართალი და ვინ არა, ამას დრო გვიჩვენებს, ახლა კი მსურველებს შეუძლიათ გამოიყენონ ინტერნეტის ვარსკვლავების რუკა და დააკვირდნენ მათ მოძრაობას საიტზე: Sky-Map.org. ამისათვის საძებნ უჯრედში საკმარისია შევიტანოთ კორდინატები და შევარჩიოთ დაკვირვებისთვის სასურველი მასშტაბი.

19 25 12, -89 46 03 -პეპელას ფორმის ამო

16 19 35, -88 43 10 -ცილინდრის ფორმის ამო

02 26 39, -89 43 13 -დისკის ფორმის ამო


საოცარია, რომ ისინი მოფრინავენ სხვადასხვა მხრიდან და სულ მალე მათ ჩვეულებრივი ტელესკოპითაც დავინახავთ.

1
347
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
347
  
2012, 1 ნოემბერი, 21:52
++++++++++++++++
0 1 1