მას შემდეგ რაც ადამი და ევა გაჩნდა ქალს და მამაკაცს დაეკისრა ფუნქციები. ქალის უპირვეესი მოვალეობა დედობა და
ერის გამრავლებაა. რომ არა მამაკაცი ეს
გამრავლება არ მოხდებოდა. სახარების თანახმად, როცა მამაკაცი ცოლს ირთავს ისინი ერთ ორგანიზმად გადაიქცევიან.ხოლო თუ რომელიმე თავის მეორე ნახევარს მიატოვებს და სხვას გაჰყვება, იგი მრუშობს მის წინაშე. ცუდი, მაგრამ დღევანდელი რეალობაა დანგრეული იოჯახები, გაქცეული მამაკაცები და შვილების ამარა დარჩენილი ქალები. მაშინ როცა ადამიანები ოჯახს ქმნიან სიყვარული და ვნება ერთმანეთშია აზვირთებული და რეალობის კარგად შეგრძნების უნარს გვაკარგვინებს. როცა ოჯახს ქმნი უნდა იცოდეს, როგორც მამაკაცმა, ისე ქალბატონმა, რომ მისი მეორე ნახევარი მისთვის შეუცვლელი უნდა იყოს. შენს თავს ადამიანმა უნდა დაუსვა კითხვა თუ რამდენად შეძლებ შენი ნახევრის ერთგულებას, მის მოფრთხილებას. ჩემი აზრით ადამიანებმა კარგად უნდაა გაანალიზონ ოჯახის შექმნის შემდეგ თავის თავზე აღებული პასუხისმგებლობები. მჯერა, თუკი ნამდვილად გიყვარს ადამიანი შენთვის ყოვეთვის შეუცვლელი და სხვებისგან განსხვავებული იქნება იგი. თუმცა აქ მეორე პრობლემა დგას ნამდვილ სიყვარულს გამოცნობა და მიხვედრა უნდა.ყველა წყვილს ბედნიერებას და მყარ ურთიერთობას ვუსურვებ. მხოლოდ იქაა ჭეშმარიტება, სადაც
ნამდვილი და წრფელი სიყვარულია.