არქიტექტურა კორეელი პარლამენტარი უნიტაზის სახლში ცხოვრობს. 2012, 1 ნოემბერი, 8:50 სახლი-უნიტაზი, ახალი სიტყვა არქიტექტურაში.ამ ქმნილების ავტორი გახლავთ სიმ ჯაე-დუკი. პატრონს საცხოვრებელი უნიტაზი 1.6 მილიონი დოლარი დაუჯდა. სახლი განთავსებულია სეულის სამხრეთით, ქალაქ სუვეონში.აღსანიშნავია, რომ სიმი ჯაე-დუკი არის მსოფლიოს ტუალეტების ასოციაციის წევრი, (ასეთი ორგანიზაციებიც თუ არსებობდა ნამდვილად არ ვიცოდი, რას აღარ გაიგებს კაცი!) ქალაქ სუვეონის ყოფილი მერი და კორეის პარლამენტის წევრი.მისივე სიტყვებით ამ სახლი-უნიტაზით სურს მიიქციოს მსოფლიოს საზოგადოების ყურადღება ჰიგიენის საკითხებში."არსებობს ასეთი სტერეოტიპი, რომ ტუალეტი არის ჭუჭყიანი და აქოთებული ადგილი-ამბობს სიმი-მე მინდა გაჩვენოთ, რომ ეს ასე არაა".ისიც აღსანიშნავია, რომ თვითონ სიმიც ...ტუალეტში დაბადებულა!იგი ამჟამად აპირებს სახლის იჯარით გადაცემას, ხოლო შემოსავალი სურს მთლიანად სანიტარულ ობიექტებს მოახმაროს. მეტი რაღა დაგვრჩენია, წარმატება ვუსურვოთ სიმ ჯაე-დუკს თავის უნიტაზებთან ერთად! 256 4-ს მოსწონს
|