სხვა 3 სხვადასხვა ფერის ტბა ვულკან კალიმუტუს მწვერვალზე, განსვენებულთა სულების ნავთსაყუდელი 2012, 31 ოქტომბერი, 22:35 ვულკანი კალიმუტუ ერთადერთი ადგილია მსოფლიოში სადაც ერთმანეთის გვერდით სამი სხვადასხვა ფერის ტბა მდებარეობს. სამივე წყალსაცავში წყალი შეიცავს სხვადასხვა მინერალებს, რაც მათ განსხვავებულ შეფერილობას სძენს. ადგილობრივ მცხოვრებლებს სჯერათ, რომ ამ ტბებში პოულობენ უკანასკნელ ნავსაყუდელს განსვენებულთა სულები.ცისფერ ტბაში ტივუ-ატა-მბულუ (მოხუცების ტბა) განისვენებენ ღირსეული და კეთილი მოხუცების სულები. მწვანე ტბაში ტივუ-ნუა-მური-კოოხ-ტაი (ყმაწვილებისა და ქალწულების ტბა) განისვენებენ უმანკო ახალგაზრდათა სულები, რომლებიც ადრეულ ასაკში დაიღუპნენ.მუქი-წითელი ტბა ტივუ-ატა-პოლო (მოჯადოებული ტბა) გავსებულია მკვლელების, ყაჩაღების და სხვა ბოროტმოქმედების სულებით. ზოგჯერ ეს ტბა ზეთისხილის ფერს ღებულობს.კალუმუტი ინდონეზიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის. აქ მოხვედრისათვის თქვენ უნდა იაროთ ფეხით 3 საათის განმავლობაში მთის ბილიკებით, ან ახვიდეთ ავტომობილით ძალიან წვრილი და სახიფათო სერპანტინის საშუალებით. 277 6-ს მოსწონს
|