ნამცხვრები ხაჭოს უნგრული ღვეზელი 23 აპრილი, 8:58 ![]() ინგრედიენტები ცომისთვის: რძე — 200 მლ. ინგრედიენტები გულსართისთვის: ხაჭო — 500-550 გრ. მომზადება: I. შეათბეთ რძე, არაუმეტეს 30 გრადუსზე > გადაიტანეთ ღრმა ჯამში > დაამატეთ 1 ს. კ. შაქარი და საფუარი > ერთმანეთს შეურიეთ და გააჩერეთ 5-10 წუთი, რომ ხაში ამოვიდეს. II. როდესაც ხაშს ბუშტები გაუჩნდება, დაამატეთ დანარჩენი შაქარი, 1 კვერცხის გული, გამდნარი კარაქი > ხელის სათქვეფით, ყველაფერი კარგად შეურიეთ. III. თასში დააცერით ფქვილი და სახამებელი < შეურიეთ ერთმანეთს კოვზით, ან დასაკრემით > მოზილეთ ცომი ხელით, 5-7 წუთის მანძილზე. თავიდან ცომი ხელზე მოგეკრობათ, მაგრამ ფქვილის დამატება საჭირო არ არის. გააგრძელეთ პროცესი და ცოტა ხნის შემდეგ, აღარ მოგეწებებათ > თასის გვერდებს და ფსკერს მოუსვით ზეთი და მოათავსეთ შიგნით ცომი > გადააკარით სამზარეულოს აპკი და დადგით ასაფუებლად 1 სთ. დროის ამ პერიოდში, ცომი უნდა გაორმაგდეს. IV. ვიდრე ცომს ელოდებით, – მოამზადეთ გულსართი: თასში მოათავსეთ ხაჭო > დაამატეთ არაჟანი და ჩანგლით შეურიეთ ხაჭოს > დაამატეთ ვანილინი, მანანის ბურღული, ფორთოხლის ცედრა და ფორთოხლის წვენი > შეურიეთ ერთმანეთს ბლენდერით ან ჩანგლით – ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. V. ცალკე თასში ათქვიფეთ ცილა – უნდა მიიღოთ მყარი ქაფი, რომელიც თასის გადმობრუნებისას, არ გადმოიქცევა > დაამატეთ შაქარი ნაწილ–ნაწილ > ათქვეფილი ცილა გადაიტანეთ ხაჭოს თასში და ფრთხილად შეურიეთ შეურიეთ ერთმანეთს დასაკრემით. ![]() VI. ცომი მოათავსეთ სამუშაო მაგიდაზე > ცოტა ფქვილი მოაყარეთ მაგიდას და ცომს > გააბრტყელეთ 4 მმ. სისქეზე, მიეცით მართკუთხედის ფორმა > დაჭერით ცომი კვადრატებად (სავარაუდოდ, 12 ცალს მიიღებთ) > თითოეული კვადრატის ცენტრში მოათავსეთ 1 ს. კ. გულსართი > შეაერთეთ ცომის კუთხეები ცენტრში. VII. მოათავსეთ გამზადებული ღვეზელი პერგამენტზე, საცხობ ფირფიტაზე > გადაუსვით ზემოდან 1 ს. კ–ში ათქვეფილი კვერცხის გული და გააჩერეთ 15 წთ, რომ ცომმა დაისვენოს, პარალელურად, გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე > გამზადებული საცხობი ფირფიტა შედგით ღუმელში - 25-30 წუთი > როდესაც ღვეზელი გაგრილდება, მოაფიფქეთ შაქრის პუდრი. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:ბუშტებიანი ღვეზელი ტკბილი გულსართით![]() ინგრედიენტები:ფქვილი — 300 გრ. მომზადება: გაგრძელება >>>
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |