x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"ვარდები" – ჰაეროვანი ნამცხვრის მარტივი რეცეპტი
image


ინგრედიენტები:


ფქვილი — 420 გრ.
კარაქი (ცივი) — 200 გრ.
მარილი — 1 მწიკვი
სოდა — 0, 5 ჩ. კ.
ხაჭო (წვრილმარცვლოვანი) — 250 გრ.
კვერცხის გული — 3 ცალი


ბეზე:


კვერცხის ცილა — 3 ცალი
შაქრიანი ვანილინი — 10 გრ.
შაქარი — 200 გრ.


მომზადება:


I. ფქვილს, მსხვილი სახეხით, დაახეხეთ კარაქი და ხელით ერთმანეთს შეაზილეთ ისე, რომ ფხვიერი მასა მიიღოთ > დაამატეთ მარილი და სოდა > ყველაფერი ერთმანეთს კარგად შეურიეთ და მოზილეთ ცომი. ის რბილი და ელასტიკური უნდა იყოს და ხელებზე არ უნდა ეწებებოდეს. > მოათავსეთ ცომი პოლიეთილენის პარკში და 20 წთ–ით მაცივარში შეინახეთ (შეგიძლიათ მაცივარში უფრო დიდი ხნითაც დატოვოთ, თუნდაც, მთელი ღამით. თუ ცომს მაცივარში დიდი ხნით შეინახავთ, ცილა ჭიქაში მოათავსეთ, თავზე პოლიეთილენის აპკი გადააკარით და ისიც მაცივარში შეინახეთ – ცივი ცილა თქვეფისას, უფრო კარგად ამოდის).

II. მაცივრიდან გამოღების შემდეგ, ცომი 15 წუთი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, რომ ცოტა გათბეს.

III. თასში ათქვიფეთ ცილა და ვანილინი – უნდა მიიღოთ მყარი ქაფი, რომელიც თასის გადმობრუნებისას, არ გადმოიქცევა > დაამატეთ შაქარი ნაწილ–ნაწილ > ბეზე მყარი უნდა იყოს. (სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ბეზეს მანქანაში გატარებული ნიგოზი დაამატოთ)

IV. გაყავით ცომი 4 ნაწილად > გააკეთეთ გუნდები > გააბრტყელეთ თხელ ფენებად და მიეცით მართკუთხედის ფორმა (რაც უფრო თხელი იქნება ფენა, მით უფრო დახვეწილი იქნება «ვარდი» > მოათავსეთ ფირფიტაზე ბეზეს ¼ ნაწილი და ზედაპირზე თანაბრად გაანაწილეთ > გადაახვიეთ ფენები (თითოეული ხვეულის სიგრძე, დაახლოებით 30 სმ. უნდა იყოს) > დაჭერით ხვეულები 3-4 სმ სიგანის ნაჭრებად > მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, პერგამენტზე, გადანაჭრით ქვევით.


V. გამოაცხვეთ 180°С–ზე, წინასწარ გაცხელებულ ღუმელში.


imageარხის სხვა სიახლეები:


* "სერგოს გარდაცვალების დეტალებზე, სიტყვა არავისთან დაგცდეს. შენ მე მიცნობ..." – რატომ გასცა სტალინმა ორჯონიკიძის გარდაცვალებაზე დუმილის ბრძანება?

* პირველი ქრისტიანები ებრაელები იყვნენ, მაგრამ მათ ამ რწმენაზე უარი თქვეს...

* რა უთხრა გოლგოთის გზაზე მიმავალმა იესომ ადამიანს, რომელმაც მის სახლთან დასვენების უფლება არ მისცა

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
76
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0