x
image
გიორგიე
გლდანის N8 საპყრობილე. მსჯავდებულების გადაყვანა

image საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის ბრძანებით გლდანის N8 საპყრობილედან დაიწყება პატიმრების გადანაწილება ნაკლებად მკაცრი რეჟიმის დაწესებულებებში. როგორც სუბარმა „მაესტროს“ პრეს-კლუბში აღნიშნა, პირველ ეტაპზე დაახლოებით 150 პატიმრის გადაყვანა მოხდება.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრების გადაყვანა განხორციელდება თბილისის N12 დაწესებულებაში.
სოზარ სუბარის თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაში უფრო მძიმე ვითარებაა, ვიდრე მას წარმოედგინა. კერძოდ, მინისტრმა განაცხადა, რომ „ნიუ ჰოსპიტალი“ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ხელშეკრულების შეწყვეტას ითხოვს. სოზარ სუბარის თქმით, საავადმყოფოს დირექტორს შეხვდება და პრობლემის მოგვარებას ეცდება. მისი თქმით, ხელშეკრულების გაწყვეტის მოთხოვნა იმან გამოიწვია რომ ზოგიერთი პატიმრის მხრიდან ადგილი ჰქონდა მათ შეურაცხყოფას.
სასჯელაღსრულების მინისტრის თქმით, ამ დროისათვის სასჯელაღსრულების 7 დაწესებულების დირექტორია გათავისუფლებული.

სოზარ სუბარის თქმით ყველა ღირსეული კადრი შეინარჩუნებს ადგილს.

2
26
2-ს მოსწონს
ავტორი:გიორგიე
გიორგიე
26
  
2012, 30 ოქტომბერი, 20:55
: )
2012, 30 ოქტომბერი, 20:47
+++++
0 1 2