ანეკდოტები განწყობისთვის 2 2012, 30 ოქტომბერი, 18:56 1. ექიმი ეუბნება პაციენტს: უფრო ხშირად იყავით სუფთა ჰაერზე და თბილად ჩაიცვით. პაციენტი ქმარს: ექიმმა მირჩია ზღვაზე დასვენება და "ნორკის" შუბაო. 2. ერთ-ერთი განცხადება რუბრიკაში "გაცნობა": თუ თქვენ ხართ მარტო და მოწყენილი, სიმპატიური ქალი 4 ბავშვით მზადაა გაამხიარულოს თქვენი ცხოვრება. 3. რჩევა: თქვენ უფრო ადვილად გაიღვიძებთ დილით თუ მაღვიძარას ზედ დაადებთ პატარა თაგვის საჭერს. 4. გუშინ პოლიციელებს გვერდით გავუარე წესების დარღვევით და თავი პინგვინი მეგონა მადაგასკარის მულტფილმიდან. აბა ბიჭებო ვიღიმით და ხელს ვუქნევთ, ვიღიმით და ხელს ვუქნევთ. 5. კაცი მივა მთვრალი სახლში და შევა საძინებელში სადაც ბნელა მაგრად. გაიხდის და ცოლს უყვირის ჰა დაიწყე ეხლა ყვირილი თორე საწოლს ვერ ვპოულობ შენი... 6. დღეს ბიბლიოთეკაში ვიპოვე წიგნი სახელით " როგორ დავალაგოთ ურთიერთობა პარტნიორთან" . წიგნი ყოფილა გამყოფილებაში: მითები, ზღაპრები და ლეგენდები. 7. როგორ იქნება ინგლისურად, რომ ცოლი და სიდედრი წავიდნენ დასასვენებლად და ბავშვებიც თან წაიყვანეს? – YESSS ! 8. უკაცრავად თქვენ რას საქმიანობთ? – ლანდშაფტის დიზაინერი ვარ. – კომპიუტერზე მუშაობთ? – არა, ტრაქტორზე :D 9. სილვესტერ სტალონე გაურკვევლობაშია რატომ არ აძლევენ ვიეტნამის ვიზას . 10. მე მივხვდი უკვე რომ უნდა შევწყვიტო ვარკრაფტის თამაში. დღეს რიგში ვიდექი და უცბად დავიყვირე: მალე! თქვე მკვდრებო !!! 222 6-ს მოსწონს
|