x
მეტი
  • 28.04.2025
  • სტატია:141952
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514478
კატა, რომელიც სკოლაში 16 წელი დადიოდა და გაკვეთილზე არასდროს აგვიანებდა

კატების მფლობელებმა იციან, რამდენად გულისყურით ეკიდებიან მათი შინაური ცხოველები ყოველდღიურ რუტინას და რომ ზუსტი შინაგანი საათი აქვთ. მაგრამ, ყველამ არ იცის, რომ კატებს შეუძლიათ პასუხისმგებლობით მიუდგნენ ვალდებულებებს და ყოველდღიურად, სამუშაო ადგილზე, ზუსტ დროს გამოცხადდნენ.


image


ეს საოცარი ამბავი კალიფორნიაში (აშშ) მოხდა. 1952 წლის შემოდგომაზე, ელიზიან ჰაიტსის დაწყებითი სკოლის VIII კაბინეტში, შუა გაკვეთილზე, დიდი ზოლიანი კატა შევიდა. ის გამხდარი და აშკარად მშიერი იყო. მასწავლებელმა ბავშვებს მისთვის საკვების მიცემის საშუალება მისცა.

კატამ საკლასო ოთახში ნახევარი დღე გაატარა და წავიდა. მეორე დღეს ისევ გამოჩნდა, შემდეგ კი, ყოველ დღე დაიწყო მოსვლა. მალე კატას სახელიც მისცეს – იმ კაბინეტის ნომრის მიხედვით, რომელშიც პირველად შევიდა, რუმ ეითი (Room 8 – ოთახი რვა) დაარქვეს.

ზაფხულში სკოლა, ჩვეულებრივ დაიკეტა და კატამ სიარული შეწყვიტა. მაგრამ, შემოდგომაზე, როდესაც სწავლა განახლდა, გაკვეთილებზე დასწრება კვლავ დაიწყო. ის სკოლაში, ყოველ დღე მოდიოდა, თითქოს, ეს მისი სამსახური იყო... და ასე გაგრძელდა მრავალი წელი. მაგრამ, არავინ იცოდა, Room 8 ღამე სად მიდიოდა და სად ცხოვრობდა არდადეგებზე.


image


კატა ყველას უყვარდა. სპეციალურად მისთვის, «კატის გამომკვების» და «კატის გადამწევის» საპატიო, გარდამავალი, თანამდებობები შემოიღეს. კატის გადაადგილება, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა. რაც შეეხება «გამომკვებავს», მისი შემოღება იმიტომ გახდა საჭირო, რომ მის გამოკვებას ყველა ცდილობდა და ამის გამო, ძალიან გასუქდა.

1964 წელს აშკარა გახდა, რომ ხანდაზმულ კატას მოვლა, მხოლოდ დღე არ სჭირდებოდა. ერთ-ერთმა მასწავლებელმა, რომელიც სკოლასთან ახლოს ცხოვრობდა, ღამე სახლში წაყვანა დაიწყო. დღე კი, Room 8 სკოლაში, ისევ ისე დადიოდა. როდესაც ძალიან მოხუცდა და დაუძლურდა, ის უკვე ხელით გადაჰყავდათ.

Room 8 ცისარტყელაზე 1968 წელს, 22 წლის ასაკში წავიდა. ის ლოს-ანჯელესის ცხოველთა მემორიალურ პარკში დაკრძალეს. 1966 წ. ბევერლი მეისონმა (სკოლის დირექტორი) მის შესახებ, წიგნი დაწერა, საიდანაც ნაწყვეტებს, მოსწავლეებს, ტრადიციულად, პირველი სასწავლო წლის დასაწყისში უკითხავენ.


image


Room 8 – სკოლის თილისმა და ლეგენდაა. ის იმ წლების, თითქმის ყველა კლასის, საერთო ფოტოებზეა. მისი თათების ანაბეჭდი კი, სკოლის შენობის წინ, ცემენტშია აღბეჭდილი.


imageარხის სხვა სიახლეები:


* "მე მზად ვარ შევხვდე შემოქმედს, მაგრამ არის ის მზად, ისეთი რთული გამოცდისთვის?" – უინსტონ ჩერჩილი

* გამოცანები ლოგიკური აზროვნების შესამოწმებლად (პასუხები აქვს)

* ყველაზე პოპულარული კატის ჯიში, CFA-ს რეიტინგის მიხედვით – ტოპ 10

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
338
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...