ამოცანები გამოცანა მოგზაურებზე და ძაღლზე (პასუხი აქვს) 14 აპრილი, 8:54 ორი მოგზაური ერთი და იგივე მიმართულებით მიდის. პირველი 8 კმ–ით წინ არის და 4 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. მეორე, მას თანდათანობით ეწევა, რადგან 6 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. ერთ–ერთ მოგზაურს ჰყავს ძაღლი, რომელიც მოგზაურებზე დაკვირვების მომენტში (როდესაც მათ შორის მანძილი 8 კმ. იყო), პატრონს გაექცა და მეორე მოგზაურისკენ გაიქცა. ძაღლი 15 კმ/სთ სიჩქარით გარბის. მეორე მოგზაურთან მისვლის შემდეგ, ის მაშინვე მობრუნდა და ისევ პატრონისკენ გაიქცა. მასთან მისვლის შემდეგ კი, ისევ შეტრიალდა და მეორე მოგზაურთან გაიქცა... და ასე იქამდე დარბოდა, ვიდრე მეორე მოგზაური, პირველს არ დაეწია.
კითხვა კი, ასეთია: რა მანძილი გაირბინა ძაღლმა, თუ ის ერთი და იგივე სიჩქარით დარბოდა და მყისიერად ბრუნდებოდა? პასუხი:პასუხის გასაცემად, მხოლოდ ორი მოქმედების ჩატარებაა საჭირო — 8 კმ უნდა გავყოთ 2 კმ/სთ–ზე (ეს არის დაახლოების სიჩქარე). მივიღებთ 4 საათს. სწორედ ამ დროის მანძილზე ირბენს ძაღლი, ორ მოგზაურს შორის. რადგან დავუშვით, რომ ძაღლის სიჩქარე სტატიკურია, მობრუნება კი მყისიერი, ე. ი. 4 სთ–ში ძაღლი 60 კმ–ს (4 X 15) გაირბენდა. არხის სხვა სიახლეები:* "მე მზად ვარ შევხვდე შემოქმედს, მაგრამ არის ის მზად, ისეთი რთული გამოცდისთვის?" – უინსტონ ჩერჩილი* გამოცანები ლოგიკური აზროვნების შესამოწმებლად (პასუხები აქვს)* ყველაზე პოპულარული კატის ჯიში, CFA-ს რეიტინგის მიხედვით – ტოპ 10* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?82 2-ს მოსწონს
|