x
image
bellatrix
ახალი ხმა

imageროგორც თავად მოგეხსენებათ ტელეკომპანია იმედზე ჯეოსელის მხარდაჭერით პროექტი ახალი ხმა დაიწყო. აღნიშნული პროექტი The Voice-ს ანალოგია, თუმცა ჩვენდასამწუხაროდ მინდა აღვნიშნო რომ მხოლოდ ფორმატით. სანამ პროექტი საქართველოში დაიწყებოდა მანამდე აქტიურად ვადევნებდი თვალს ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის გადაცემებს და ყველაფერი უმაღლეს დონეზეა შესრულებული, რასაც საქართველოზე ვერ ვიტყვით. აქ მინიმალურადაც კი არ არის პროექტი მიახლოვებული იმ სტანდარტებთან რაც მას უცხოეთში აქვს თუმცა მცდელობა დიდი აქვთ. ე.წ. მწვრთნელები არიან ნინო ჩხეიძე (საერთოდ ვერ გავიგე რატომ) დათო, მერაბ სეფაშვილი და სტეფანე & მაია. პირადად ჩემი შეფასებით ზემოთ ჩამოთვლილთაგან ვინმესათვის შენიშვნის მიცემის ან ვინმეს მუსიკალური მონაცემების შეფასების უფლება მხოლოდ მაია დარსმელიძეს აქვს. პროექტი სხვადასხვა ეტაპებისაგან შედგება. თავდაპირველად მწვრთნელები ბრმა ქასთინგით ირჩევენ მონაწილეებს და ჩვენი გადაცემები ჯერ-ჯერობით ამ ეტაპზეა. ვნახოთ რა იქნება შემდეგში, მაგრამ მე დიდი კი არა, ძალიან მინიმალური მოლოდინი მაქვს იმის, რომ ნორმალური შოუ შედგება. ბოლოს არ შემიძლია არ შემოგთავაზოთ ვიდეო, რომელსაც დღეს წავაწყდი ინტერნეტში და სიმართლე რომ გითხრათ - შემრცვა..

1
143
4-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
143
  
2012, 30 ოქტომბერი, 16:09
+++++++++++++++
0 1 1