ქალი და მამაკაცი გასაოცარი რჩევები - როგორ ავუხსნათ სიყვარული გოგოს (იხალისეთ!) 2012, 30 ოქტომბერი, 15:03 ერთ-ერთ უცხოურ საიტზე წავაწყდი სტატიას, რომელშიც გოგოსთვის სიყვარულის ახსნის ორიგინალური ხერხებია ჩემოთავაზებული.იმედია სტატიის ავტორი ამ ყველაფერს სერიოზულად არ წერს, თუმცა თავად შეაფასეთ მისი რჩევები და ცოტა გახალისდით:
1.სწრაფად მიუახლოვდით მამაკაცური ნაბიჯებით, შეხედეთ სასოწარკვეთილი გამომეტყველებით და ტუჩებში ეძგერეთ.
2.ჩაუარეთ გვერდით, ვითომ შემთხვევით შეხვდით და გაგიკვირდათ.შემდეგ დაელაპარაკეთ ჩვეულებრივ თემებზე და სასხვათაშორისოდ გამოუტყდით სიყვარულში.დაახლოებით ასე:გამარჯობა აქ რას აკეთებ?თუმცა რა მნიშვნელობა აქვს...რა კარგი ამინდია დღეს ხო?ხო მართლა, მიყვარხარ...ხვალ იწვიმებს თუ იცი?კარგი წავედი, ნახვამდის..."
3.დაელოდეთ სადარბაზოსთან გვიანობამდე და როცა მოვა გამოვარდით ყვირილით "მიყვარხარ სიხარულო!"
4.ამაყად გაეკიდეთ ხოხვით იმ ავტობუსს, რომელშიც ზის და იყვირეთ მისი სახელი მკერდში მუშტების ცემით. 5.დაამონტაჟეთ ბომბი ქალაქის ყველა შენობაში და უთხარით, რომ თუ თქვენი არ გახდება სამყაროს აღსასრული დაიწყება და გალაქტიკა აფეთქდება. 6.უთხარით, რომ წინა ცხოვრებაში თქვენ შიმპანზე იყავით, ის კი ანტილოპა და ერთი ნახვით შეგიყვარდათ ერთმანეთი, თუმცა ფიზიკური სხვაობის გამო ეს სიყვარული ვერ განამტკიცეთ.ახლა კი ამ ცხოვრებაში შეხვდით (ეს ბედია!) და ერთნაირი ფიზიკური შესაძლებლობები გაქვთ წინა ცხოვრებაში დაწყებული სიყვარულის გასაგრძელებლად. 7.მისი სახლის წინ თოვლზე უზარმაზარი ასოებით დაწერეთ მისი სახელი და თუ ადგილი არ გეყოფათ გვერდითა შენობები დაანგრიეთ. 1507 15-ს მოსწონს
|